ყველაზე კომპაქტური პლანეტარული სისტემა

პლანეტების რაოდენობა ვარსკვლავ კეპლერ-11-ის გარშემო ყველაზე მრავალრიცხოვანია აქამდე ცნობილსისტემებს შორის, ამავე დროს, მზის სისტემაში რომგადმოგვეტანა ის თავისუფლად მოთავსდებოდამერკურის(უახლოესი პლანეტა მზესთან) ორბიტის შიგნით.

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.

NASA-ს პირველი იალქანი

  დიდი დაგვიანების შემდეგ ამერიკულმა ექსპერიმენტალურმა მზის იალქანმა მაინც გაშალა აფრები ორბიტაზე. თანამგზავრების მზის გამოსხივების საშუალებით გადაადგილების ტექნოლოგიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პრაქტიკული გამოყენებისკენ, თუმცა ძალიან უცნაურად.