NASA-ს პირველი იალქანი

 დიდი დაგვიანების შემდეგ ამერიკულმა ექსპერიმენტალურმა მზის იალქანმა მაინც გაშალა აფრები ორბიტაზე. თანამგზავრების მზის გამოსხივების საშუალებით გადაადგილების ტექნოლოგიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პრაქტიკული გამოყენებისკენ, თუმცა ძალიან უცნაურად.

 ამერიკული აპარატის თავგადასავალი 2010 წლის 19 ნოემბერს დაიწყო, როცა  რაკეტამატარებელმა Minotaur IV-მა კუნძულ კოდიაკზე მედებარე კოსმოდრომიდან ერთბაშად შვიდი პატარა თანამგზავრი გაიყვანა ორბიტაზე. ორბიტის სიმაღლე 653 კილომეტრია, დახრილობა 72 გრადუსი.

  ამ სტარტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ექპერიმენტული მიკროთანამგზავრი FASTSAT-ი, განკუთვნილი მთელი რიგი ტექნოლოგიების გამოსაცდელად, რომლებიც შეიქმნა მსუბუქი და ამავე დროს იაფი თანამგზავრებისთვის. კერძოდ, FASTSAT-ი აღჭურვილია ადაპტერით, ნანო და პიკოთანამგზავრბის გასაშვებად – Poly-PicoSatellite Orbital Deployer. ამ შემთხვევაში ადაპტერის შიგთავსს წარმოადგენდა მზის იალქანი NanoSail-D. FASTSAT-ს ის უნდა გაეშვა ორბიტაზე გასვლის თანავე.

  FASTSAT. მზის იალქნის ფართობი 10 კვადრატული მეტრია. ის დამზადებულია პოლიმერისგან სისქით 7,5 მიკრომეტრი, დაფარული მეტალის ფენით, მზის სხივების უკეთესად არეკვლის მიზნით. 
 მისია NanoSail-D: რაკეტამატარებლის სტარტი, თანამგზავრ FASTSAT-დან გამოყოფა, თავისუფალი ფრენა, იალქნის გახსნა, ორბიტიდან ჩამოვარდნა(NASA)

 არც ნოემბერს და არც დეკემბერს იალქნის დაგეგმილი გაშლა არ მოხდა, ამის მიზეზი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. მისიის ხელმძღვანელობამ ლამის ხელი ჩაიქნია ამ საქმეზე, რადგან აღსანიშნავია ისიც, რომ NanoSail-D-ეს პირველი ეკზემპლიარი განადგურდა ორი წლის წინ, მისი კერძო რაკეტით გაშვების დროს.
  თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 2011 წლის 18 იანვარს დილის სამ საათზე გრინვიჩით NanoSail-D-ეს გაშლის მექანიზმი მაინც ამუშავდა, რის შესახებაც სიგნალი გადმოსცა FASTSAT-ის ტელემეტრიამ. ფაქტი დაადასტურეს მიწის ზედაპიზე არსებულმა კოსმოსური თვალთვალის სისტემებმაც.

 როგორცკი პატარა აპარატი განთავისუფლდა, იალქნის ტაიმერმა დაიწყო სამ დღიანი უკუთვლა, პროგრამის შესაბამისად. ამის მერე ნასამ სთხოვა რადიომოყვარულებს დახმარება თანამგზავრიდან წამოსული სიგნალის მოძებნაში, შეატყობინა რა მათ სიხშირე (437,270 მგჰც) და მისამართი, რომელზეც უნდა გამოეგზავნათ ინფორმაცია. სწორედ რადიომოყვარულებმა დაიჭირეს პირველი იალქნის რადიოშუქურას “ხმა”.
 NanoSail-D-ეს ზომებია 10/10/33 სანტიმეტრი, მასა 4 კილოგრამი. ფოტოზე აპარატი უჭირავს ინჟინერს, მისი მიწაზე ტესტირების დროს(ფოტო NASA/MSFC/D. Higginbotham).

 Nasa-ში ვარაუდობენ, რომ მომავალში ასეთი აპარატები არა მარტო თანამგზავრების მზის სისტემაში გადასაადგილებლად გამოდგებიან, არამედ ძველი თანამგზავრების ორბიტიდან ჩამოსაგდებად, რომლებიც შემდეგ დაიწვებიან ატმოსფეროში შემოსვლის დროს. NanoSail-D-ეს იალქნი ისეთი თხელია, რომ იგი მაინც “გრძნობს” ატმოსფეროს ნარჩენებს ასეთ სიმაღლეზეც კი, იალქნით ასეთი დამუხრუჭების საშუალებით მოხდება ძველი თანამგზავრების ატმოსფეროში შემოყვანა და მათი განადგურება(კოსმოსური დამლაგებლის მსგავს იდეაზე მუშაობენ ბრიტანელებიც). დაახლოებით 70-120 დღის მერე NanoSail-D ატმოსფეროში შემოვა და დაიწვება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.