C/2023 P1 (ნიშიმურა)

 11 აგვისტოს, იაპონელმა მოყვარულმა ასტრონომმა, ჰიდეო ნიშიმურამ, მზის მახლობლად ელვარე ობიექტი გადაიღო. აქამდე მას ვერავინ ამჩნევდა, რადგან ის ჩვენი ვარსკვლავის ნათებაში იკარგებოდა. 15 აგვისტოს, აღმოჩენა ოფიციალურად დადასტურდა მცირე პლანეტების ცენტრში და კომეტას დაარქვეს C/2023 P1 (ნიშიმურა).

 ჰიდეო ნიშიმურა. კომეტის აღმოჩენა 200 მმ. ტელეობიექტივითა და Canon D6-ით მოახერხა.

 ასო C ნიშნავს, რომ კომეტა არაპერიოდულია – ასეთი კომეტები ოორტის ღრუბლიდან მოდიან და მზესთან ახლოს გავლის მერე სისტემას ტოვებენ, ან მზის გარშემო ბრუნვას 200 წელზე მეტს ანდომებენ. „2023 P1“ ნიშნავს, რომ კომეტა აღმოაჩინეს 2023 წელს, აგვისტოს პირველ ნახევარში (შეესაბამება ასო P-ს IAU-ს ნომენკლატურაში) და გახდა პირველი ასეთი ობიექტი, რომელიც იმავე პერიოდში აღმოაჩინეს. “ნიშიმურა” ნიშნავს, რომ აღმოჩენა იაპონელმა მოყვარულმა ასტრონომმა, ჰიდეო ნიშიმურამ მოახდინა.

 8 სექტემბრისთვის, კომეტის სიკაშკაშე 5m-ს მიაღწევს, ანუ ხილული იქნება შეუიარაღებელი თვალითაც. ეძებეთ აისამდე რამდენიმე საათით ადრე, ლომის თანავარსკვლავედში.

 ახლად აღმოჩენილი კომეტა მალე შეუიარაღებელი თვალით გახდება ხილული. მაქსიმალურ სიკაშკაშეს ის (მაგნიტუდა 2,9) 17 სექტემბერს მიაღწევს, როდესაც გაივლის პერიჰელიონს (მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილი). კომეტის საღამოს ხილვადობა, მცირე ხნით, სექტებრის შუა რიცხვებში იქნება, თუმცა ცაზე მზესთან სიახლოვის გამო, მასზე დაკვირვება გართულდება.

 კომეტა ნიშიმურას ძებნა ცაზე აჯობებს დაახლოებით 8 სექტემბერს დაიწყოთ. ამ დროისთვის ის უკვე ხილვადი უნდა იყოს გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბინოკლის გარეშეც (კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.