2012 წელს აღმოჩენილი ზემასიური შვი ხვრელი NGC 1277-ში, ცნობილთა შორის ყველაზე უფრო მონსტრული აღმოჩნმდა. მისი მასა 17 მილიარდი მზის მასადაა შეფასებული – მთელი გალაქტიკის 14%, რომელშიც ის მდებარეობს(ჩვეულებრივ ეს ციფრი 0,1% უტოლდება ხოლმე). ამ ურჩხულის ზომები იმდენად დიდია, რომ მეცნიერები მის კვლევას კიდევ ერთი წელი გააგრძელებენ, რათა აღმოჩენა დადასტურდეს.
მეზობელი ეკზოპლანეტები
თითქმის დედამიწის ზომის პლანეტის აღმოჩენა, თან ძალიან ახლოს, სასიამოვნო სიურპრიზად იქცა. ლაპარაკია ყველასათვის ცნობილ ცენტავრის ალფაზე, სულ რაღაც 4,3 სინათლის წლის მანძილზე მზიდან. სამწუხაროდ, ეს პლანეტა ალბათ სიცოცხლისათვის შესაფერისი ვერ იქნება: ათულობითჯერ ახლოს მდებარე თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან, ის ალბათ ძალიან ცხელია. სამაგიროდ სიცოხლისათვის ხელსაყრელი სხვა პლანეტა, სხვა კარგად ცნობილ ვეშაპის ტაუსთან მოიძებნა – ჩვენიდან 11,9 სინათლის წლის მანძილზე, სადაც 5 ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი.
პატარა სამყაროები
სამი ეკზოპლანეტა, რომლებიც ”კეპლერმა” შეამჩნია, ვარსკვლავ KOI-961–თან, 120 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ცნობილთა შორის ყველაზე უფრო პატარაა. ერთ-ერთი მათგანი მარსზე ცოტა დიდია, ხოლო დედამიწაზე პატარა. აქ ”მზეც” კი პატარაა: ეს ვარსკვლავი იუპიტერზე მხოლოდ 1,7-ჯერ დიდია. მთელი სისტმა – ყველაზე უფრო კომპაქტურია აღმოჩენილთა შორის. მას კიდევ ერთი პატარა სისტემა თუ შეედრება – KOI-500, ასევე 2012 წელს აღმოჩენილი. მისი ხუთი პლანეტა დედამიწის 1,3-დან 2,6-მდე ზომებით ისე ახლოს არიან ვარსკვლავთან, რომ წელიწადი მათზე 1-დან 9,5 დედამიწისეული დღე გრძელდება. ყველაზე უფრო შორეული 150-ჯერ ახლოსაა ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან.
ტელესკოპების სრულყოფასთან ერათად რეკორდულად შორეული გალქტიკების რიცხვიც მატულობს, ვიდრე რეკორდები 100 მეტრიან დისტანციაზე რბენის დროს. 2012 წელს ახალი ჩემპიონი UDFj-39546284 გახდა, გალქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 380 მილიონი წლის მერე გაჩნდა, ხოლო ”ჰაბლმა” ახლახანს აღმოაჩინა.
2012 წლის განმავლობაში ”ზეელვარე ზეახლების” შესახებ ხშირად იყო საუბარი, რომლებიც, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მასიური ვარსკვლავების აფეთქების შედეგად გაჩნდნენ, რომელთა მასები 100-ჯერ და 250-ჯერაც კი აღემატებიან მზისას. ასეთები პირველი თაობის ვარსკვლავებში იშვიათობას არ წარმოადგენდნენ, ხოლო მათ შორის ერთ-ერთი 12,1 მილიარდი სინათლის წლის იქეთ დააფიქსირეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის სამყაროს გაჩენიდან 1,6 მილიარდი წლის მერე აკიაფდა.
გალაქტიკების ყველაზე დიდი გროვა
SPT-CLJ2344-4243-ში სხვა და სხვა ზომების ასი ათასობით გალქტიკაა თავმოყრილი, ათასჯერ მეტი საერთო მასით, ვიდრე ჩვენი არც თუ ისე პატარა ირმის ნახტომის მასაა. ის ჯერ კიდევ 2010 შეამჩნიეს, თუმცა გროვას ზომები მაშინ ბოლომდე ვერ იქნა გააზრებული. ამის გაკეთება მხოლოდ დამატებითი კვლევების შედეგად მოხერხდა.
2012 წელს საერთაშორისო პროექტმა ”ცის სლოანისეული ციფრული დაზმერა III” სამყაროს თავბრუსდამხვევი რუკა წარმოადგინა – ყველაზე უფრო დეტალური დღევანდელი დღისთვის. ის 70 მილიონი კუბური სინალის წლის სივრცეს მოიცავს, სადაც მილიონზე მეტი გაქლტიკაა თავმოყრილი.
ლეგენდარული ”ჰაბლი” ყველზე უფრო თანამედროვე ტელესკოპებს ადვილად უწევს კონკურენციას, ეს ორბიატზე, მომავალი თაობის ტელესკოპის გაყვანამდე გაგრძელდება, რაღა თქმა უნდა ჯეიმს უების სახელობის, ინფრაწითლ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპზეა საუბარი. ჯერჯერობით კი ყველაზე უფრო შორეული, 13,2 მილიარდი წლის წინ გამოსხივებული სინათლე, ამ ტელესკოპმა დაინახა.
ცისფერი გიგანტი პერსევსის თანავარსკვლავედში, მზეზე 35-ჯერ მასიური, 20 ათასჯერ ძლიერი მაგნიტური ველით. ამის გამო ”მომზიდველი” ვარსკვლავი დამუხტული ნაწილაკების სქელი ღრუბლითაა დაფარული.