წყალი მარსზე? ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. დედამიწაზე ხელოვნურად შექმნილი წითელი პლანეტის იმიტირებულ გარემოში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარილს შეუძლია მარსზე არსებული ყინული დაადნოს. სწორედ მსგავსი პროცესით ვუმკლავდებით მოყინულ გზებს ზამთარში.
ზოგიერთ მეცნიერს, მას შემდეგ რაც 2008 წელს მარსიდან მიღებული სურათები შეისწავლეს, მარსზე არსებული მომდინარე წყლის არსებობამ დააეჭვა. მარსის ზედაპირზე წყლის მიერ დატოვებული ღარები ისეთივეა, როგორიც დედამიწაზე. მარსმავლის სურათებზე კარგად ჩანს წყლის წვეთებიც, რაც გვაძლევს იმედს წითელ პლანეტაზე მომავალი სიცოცხლის გაგრძელებისა.
„ეს ჩემთვის ყველაზე გასაოცარი რამ არის და ახლა ვხვდები თუ როგორ წარმოიქმნა წყლის წვეთები მარსმავლის ფეხზე“. განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნილტონ რენომ, რომელიც მარილის ტესტირების პროცესს ხელმძღვანელობდა. მარსმავალზე წვეთების გაჩენა, მეცნიერთა ვარაუდით, კალციუმის პერქლორატმა გამოიწვია, რომელიც დედამიწაზე ატაკამას უდაბნოში(ჩილე) მოიპოვება. მსგავსი პროცესის შესაქმნელად მეცნიერებმა ანალოგიურ ხერხს მიმართეს ხელოვნურად შექმნილ მარსის იმიტირებულ გარემოში. მათ მეტალის ცილინდრი გააცივეს ტემპერატურამდე, როგორიც მარსზეა -120-დან -21 გრადუსამდე ცელსიუსით, ისეთივე წნევის პირობებში, როგორიც მარსზეა. კალციუმის პერქლორატის მარილი ჯერ ცალკე გამოსცადეს, მარსული ქვიშის აქ არსებულ ანალოგიურ ქვიშაზე, თუმცა წყლის არანაირი გამოვლინება არ მომხდარა. ხოლო ამის შემდეგ მარილი გადაიტანეს გაყინულ ცილინდრზე და ჰოი საოცრებავ, იგივე განმეორდა რაც მარსმავალზე, მსგავსი პროცესის მიღება -73 გრადუსზეც კი შეძლეს. კვლევებმა აჩვენა რომ, მარსზე წყლის წვეთები წარმოიქმნება პოლარულ რეგიონებში, რამდენიმე საათის განმავლობაში გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.
მანამ, სანამ ეს კვლევები გახდება ზუსტი გარანტი სიცოცხლის გაგრძელებისა, ამასობაში მეცნიერებმა ანტარქტიდას მარილიან წყალში მიკრობები აღმოაჩინეს(ოკეანური ქერქქვეშა მიკროორგანიზმები; გაყინულ ტბაში უცნობი ორგანიზმები ცხოვრობენ; ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე; მარსული სიცოცხლის კვალი გაშავებულ ქვებზე; 70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღეს?!; უცხოპლანეტელი ბაქტერიები; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე; ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…; ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.