გლისე 832c: ყველაზე ახლო ეკზოპლანეტა სიცოცხლისათის თავსებად ზონაში

 ეს პლანეტა სულ რაღაც 16 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენგან. შეიძლება, რომ ის სიცოცხლის თავშესაფარი იყოს? ახლახანს აღმოჩენილი ეკზოპლანეტა გლისე 832c, ორბიტაზე მოძრაობს ვარსკვლავის გარშემო, რომლის ელვარება მზისაზე მცირეა. გლისე 832c საშუალოდ იმდენივე ენერგიას ღებულობს თავისი ვარსკვლავისგან, რამდენსაც დედამიწა ღებულობს მზისგან. პლანეტის აღმოჩენა თავისივე დედავარსკვლავზე გრავიტაციული ზემოქმედებით გამოწვეული რყევებით მოხდა(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანტებს). თუ გლისე 832c-ს ატმოსფერო დედამიწისას ჰგავს, მაშინ ის კლიმატის ძლიერი სეზონური ცვლილებების მქონე სუპერ-დედამიწა იქნება, თუმცა მაინც, სიცოცხლისათვის თავსებადი. თუ გლისე 832c-ს ატმოსფერო სქელია, როგორც ვენერაზე, მაშინ ის სუპერ-ვენერა იქნება, არათავსებადი სიცოცხლისათვის, რომელიც ჩვენსას შეიძლება ჰგავდეს. ამ მომენტისთვის, 16 სინათლის წლის მანძილი გლისეს პლანეტარულ სისტემას დედამიწასთან უახლოეს სისტემად აქცევს, რომელიც სიცოცხლეს შეიძლება მალავდეს. სიახლოსვის გამო მომავალში ჩასატარებელი კვლევებისთვისაც საკმაოდ ხელსაყრელი ობიექტია, ხოლო ყველაზე უფრო ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დასამყარებლად, თუ მასზე გონიერი არსებები მართლაც ცხოვრობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.