კაცობრიობის ხანგრძლივი სვლა სხვა ვარსკვლავებისკენ, დღემდე, ეს იყო პატარა ბავშვის ნაბიჯები, აცხადებენ ექსპერტები. ვარსკვლავთშორისო ფრენების რეალობად ქცევა უკვე აღარ არის დაკავშირებული დიდ დაბრკოლებებთან, მომდევნო ორ საუკუნეში მსგავსი ფრენები სხვადასხვა ვარსკვლავებზე ისეთივე ჩვეულებრივი გახდება, როგორც კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების მიმოსვლა(ს.კ.ს-მდე უფრო ადვილად მიაღწევ, ვიდრე კონკორდიამდე). ვარსკვლავთშორისი ფრენების განხორციელება შეუძლებელი იქნება ჩვეულებრივი, ქიმიური რაკეტებით, რადგანაც მოგეხსენებათ, მანძილები ძალიან დიდია(შატლების მისიის დასასრული ნასას დასასრული არაა). მაგალითისთვის მოვიყვანოთ ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავის სისტემა, რომელიც ჩვენგან 4,3 სინათლის წლით არის დაშორებული – დაახლოებით 40 ტრილიონი კილომეტრი. თანამედროვე ტექნოლოგიებით კი იქამდე მისაღწევად 40 000 წელი დაგვჭირდება. ასე რომ მეცნიერები ახალ და სუპერთანამედროვე გადაადგილების საშუალებებს ეძებენ, მათ შორის განიხილავენ მატერია-ანტიმატერიულ და ბირთვულ ძრავებს(თერმობირთვული “იკარუსი”). იმისათვის, რომ დავიჭიროთ სინათლე და მზის სისტემა გადავცუროთ, საჭიროა შეიქმნას ისეთი მოწყობილობა, რომელიც სინათლეზე სწრაფი იქნება. თუმცა არც ერთი ვარიანტი თუ ალტერნატივა ახლოსაც ვერ მივა იმასთან, ჯერჯერობით, რომ ასეთი მოგზაურობა რეალობად იქცეს. ყველანაირი ხერხებისა და ვარიანტების განხილვაა საჭიროა იმისათვის, რომ პროგრესი განვიცადოთ და ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდეთ მიზანს, აცხადებენ მეცნიერები(დროში მოგზაურობა შესაძლებელია?). კომპიუტერული ტექნოლოგიების წინსვლა(სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა) და მრავალი ადამიანის დაინტერესება ახალი იდეებით, თითო ნაბიჯით მიგვაახლოების ვარსკვლავთსორისი ფრენების რეალობად ქცევასთან(მოგზაურობა მარსზე 39 დღეში; მოგზაურობა სხვა ვარსკვლავებთან; დაკონსერვებული დრო; შესაძლებელია თუ არა სიკვდილის ვარსკვლავის აგება?; ფელიქს ბაუმგართნერი: ”მარსზე მოგზაურობა ფულის უაზროდ ხარჯვაა”)…
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
წარმოუდგენელი ტექნოლოგიები, როგორ ვაქციოთ რეალობად ვარსკვლავთშორისი ფრენები?
Posted by
vaa..sainteresoa
midi midi miawvnen iqneba gamoigonon rame tore ukve mombezrda dedamiwa )))
siamovnebit viqnebodi ert erti pirveli mgzavri