მოგზაურობა მარსზე 39 დღეში

 ტრადიციულ  და  ყველაზე  სწრაფ  რაკეტამატარებელს, რაც კი მეცნიერებს ოდესმე შეუქმნიათ, მარსამდე  მანძილის დაფარვა 6 თვეში შეუძლია.

 ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი რაკეტა შეიქმნა, სახელად  VASIMR VX-200, რომელმაც სატესტო შემოწმება წარმატებით გაიარა, მას  თამამად  შეუძლია დაამარცხოს თავისი  თანამოძმის  შედეგი და 39 დღეში  გაიაროს მანძილი, რომელსაც  ძველი  რაკეტამატარებლები 8,9 თვეს ანდომებდნენ. ახალი რაკეტა 200 კილოვატიანი იონური ძრავებით იქნება აღჭურვილი.


 დღესდღეობით ეს არის ყველაზე მძლავრი პლაზმური რაკეტამატარებელი მსოფლიოში, განაცხადა  ფრენკლინ ჩეინ დიასმა, ნასას ყოფილმა ასტრონავტმა და ამჟამად სარაკეტო კომპანიის  AD.ASTRA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. კომპანიამ ნასასთან ხელშეკრულება გააფორმა, რათა კოსმოსურ სადგურზე კიდევ ერთხელ ჩაუტარონ ტესტირება ამ უნიკალურ რაკეტას. მსგავს ტესტებს საერთასორისო კოსმოსურ სადგურსაც ჩაუტარებენ, გამომდინარე იქიდან, რომ კოსმოსური ხომალდი თანდათანობით  კარგავს სიმაღლეს ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად, ხომალდს ყოვეწლიურად 7,5 ტონა საწვავი სჭირდება, ხოლო დიასის  ახლადშექმნილი გამოგონებით ის 0.3 ტონით შემცირდება, რაც ნასას დიდ შვებას მოუტანს და მილიონობით დოლარის დანაზოგს.


 საინტერესოა, როგორ მუშაობს ახალი რაკეტა. მისი პლაზმა და იონური ძრავები, სითბური რადიო ტალღების  საშუალებით და ასევე იმ აირების გამოყენებით, როგორიცაა წყალბადი, არგონი და ნეონი წამოქნიან ცხელ პლაზმას, შემდეგ მაგნიტური ველი უკანა ძრავაზე მყოფ დამუხტულ პლაზმას აიძულებს იმოძრაოს საწინააღმდეგო მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბევრად ნაკლებ ენერგიას დახარჯავენ დროის მოცემულ მომენტში, ვიდრე ძველი ქიმიური ძრავები. იონურ ძრავები მხოლოდ ვაკუუმში მუშაობენ, მაგრამ როგორც კი კოსმოსში გააღწევენ მათ წლობით შეუძლიათ შეუსვენებლად მუშაობა.

 დიასი ამ პროექტზე უკვე 1979 წლიდან მუშაობს და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ახალი გამონაგონი ძალიან მალე შეუძლებელს შეგვაძლებინებს, რითიც კაცობრიობა მარსზე და სხვა პლანეტებზე მისიების განახორციელებას შეძლებს.

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.