გაურკვევლობა: ”ვოიაჯერ 1”

მონაცემები, რომლებიც ”ვოიაჯერ 1”-დან მოდიან, მეცნიერთა გაკვირვებას აგრძელებენ. ახლა ის იმყოფება სივრცის ნაწილში, რომლის არსებობა არცერთ მეცნიერულ თეორიას არ უწინასწარმეტყველებია(NASA). ”ვოიაჯერ 1” მზის სისტემის კიდესკენ 36 წლის წინათ გაემგზავრა და ახლა ის დედამიწა-მზეს შორის არსებულ მანძილზე 120-ჯერ მეტი მანძილითაა დაშოებული ჩვენს პლანეტას. ზონდიდან მოსულმა მონაცემებმა მეცნიერები რამდენიმეჯერ დაარწმუნა იმაში, რომ აპარატი ძალიან მალე მზის ისტემის ფარგლებს ტოვებდა. თუმცა, ნასას სპეციალისტები ისევ იმ აზრზე არიან, რომ ”ვოიაჯერ 1” ისევ მზის ზემოქმედების ქვეშაა, თუმცა უცნაურ რეგიონში კი მოხვდა.
 რითი შეიძლება დამტკიცდეს, რომ აპარატმა მზის სისტემა დატოვა? სად არის საზღვარი? თეორიულად, ”ვოიაჯერ 1”-ის გასვლა უნდა აღინიშნოს ”ამინდის ცვლილებით”: მზის ქარის(მნათობის მიერ გამოფრქვეული იონიზირებული ნაწილაკების ნაკადი) ნაცვლად გალაქტიკური კოსმოსური სხივები უნდა გამოჩნდნენ, რომელთაც მასიური ვარსკვლავების აფეთქებები წარმოქმნიან. უნდა შეიცვალოს მაგნიტური ველის მიმართულებაც.
 მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მზის სისტემიდან ვარსკვლავთშორის სივრცეში გასვლა თანდათანობითი იქნება( ჯერ მზის ქარი შესუსტდება, ხოლო გალქტიკური გაძლიერდება), თუმცა რეალობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა: ”ვოიაჯერ 1” იუწყება ”თავგადასავლებზე”, რომლებიც მას საზღვარზე ელოდება. ჯერ კიდევ 2003 წელს მზის ქარის ნაწილაკების სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე ნაკლები გახდა. 2012 წელს კი რამდენიმე დღის განმავლობაშქარი თითქმის სულ გაჩერდა. ზონდმა 9,3%-ით გაძლიერებული კოსმოსური სხივების ნაკადი ”შეიგრძნო”.
 ყველაფერი თითქოს გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა არა ბოლომდე. გალაქტიკური ქარი ერთი მხრიდან ”უბერავდა” არა ყველადან. მაგნიტური ველის მიმართულებაც თითქმის არ შეცდვლილა. ალბათ, მზისა და გალქტიკური მაგნიტური ველები რეკომბინირებენ, ქმნიან ”მაგნიტურ მაგისტრალებს”, რომლებითაც გარედან მოსული ნაწილაკები მხოლოდ ერთი მიმართულებით მიექანებიან.voyajeri 2013_shi  სივრცის ნაწილს, რომელშიც ”ვოიაჯერ 1” იმყოფება, მეცნიერებმა ”ჰელიოგარსის ამოწურვის ზონა” შეარქვეს(”Heliosheath Depletion Region”). ამ ზონაში გადასვლასთან ერთად მაგნიტური ველის ინდუქცია, 2012 წლის ივლის-აგვისტოში, ხუთჯერ შეიცვალა, ხოლო მისი ვექტორი თითქმის არ იცვლებოდა.
 შეძლებს კი ”ვოიაჯერ 1” ვარსკვლავთშორის სივრცეში გასვლას და მონაცემების დედამიწაზე გადმოცემას? რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორის ენერგია 2025 წლამდე ეყოფა(ისიც მაშინ, თუ აპარატი ”ეკონომიურ რეჟიმში” გადავა). რამდენი ხანი გაგრძელდება მოგზაურობა ”ჰელიოგარსის ამოწურვის ზონაში” და მის იქეთ მზის სისტემის კიდევ ერთი ”შემოსასვლელი” ხომ არ არის, ჯერჯერობით არავინ იცის(კაცობრიობა მზის სისტემას იკვლევს; ვოიაჯერები 2025 წლამდე იმუშავებენ; „ვოიაჯერის“ ოქროს ჩანაწერი…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.