ვარსკვლავის პულსი: სიცოცხლე შეჯახების მერე

ia da giganti ასაკის მატებასთან ერთად ისეთი ვარსკვლავები, როგორიც ჩვენი მზეა, წითელ გიგანტებად იქცევიან, თერმობირთვული რეაქციისათვის საჭირო წყალბადის საწვავის ამოწურვასთან ერთად(University of Warwick). თუ ეს ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში ხდება, ვარსკვლავი შეიძლება თავის კომპანიონს შეეჯახოს. ასეთი შეჯახების დროს წითელი გიგანტი თავისი მასის 90%-ს კარგავს, თუმცა, ასტრონომები ამ პროცესის მიმდინარეობის დეტალებში ბოლომდე ვერ გარკვეულან, რადგან კვლევისათვის საჭირო რაოდენობის ორმაგი სისტემები, რომლებმაც შეჯახება განიცადეს ძალიან ცოტაა.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ასეთი ტიპის ვარსკვლავებისთვის უნიკალური, ელვარების პულსაციის დამზერა შეძლეს.  მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ცვლილებები ბგერითი ტალღების მიერ არის გამოწვეული, რომლებიც ვარსკვლავის შიგნით მოძრაობენ. ასეთი პროცესი ჩვენს მზეზეც ხდება. მზსითვისაც და შეჯახების პროცესში მყოფი ვარსკვლავისთვისაც „ბგერითი პულსაციების“ პერიოდები დაახლოებით 5 წუთს შეადგენს. მოდელირებამ აჩვენა, რომ ბგერითი ტალღები ვარსკვლავის ცენტრამდე აღწევენ, მეორე ვარსკვლავის რხევებთან რეზონირებენ და მეცნიერთათვის ამ მექანიზმის შესწავლისთვის საჭირო თავისებური „ზონდის“ როლში გამოდიან(კიდევ ორმაგი სისტემების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.