რენტგენის ულტრაელვარე ობიექტი ანდრომედაში

 ასტრონომებმა ანდრომედას გალაქტიკაში კაშკაშა ობიექტი აღმოაჩინეს, მეზობელ გალაქტიკაში შემჩნეული უჩვეულოდ ელვარე ობიექტი შავმა ხვრელმა წარმოქმნა.

 ანდრომედას გალაქტიკა(იგივე ანდრომედას ნისლეული(M31, NGC 224)- სპირალური, ე.წ Sb-ს ტიპის გალაქტიკაა. იქამდე მანძილი 2,52 მილიონი სინათლის წელია. გალაქტიკის სიბრტყე ჩვენს მიმართ 15°-ითაა დახრილი. ანდრომედა, როგორც ჩვენი ირმის ნახტომი, ადგილობრივ გალაქტიკურ ჯგუფს ეკუთვნის და მზის მიმართულებით 300 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს, ამის გამო მას იისფერი წანაცვლება აქვს. მზის სისტემის ჩვენს გალაქტიკაში მოძრაობის მიმართულების მიხედვით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ანდრომედა და ირმის ნახტომი ერთმანეთს 100-140 კმ/წმ. სიჩქარით უახლოვდებიან. შესაბამისად, მათი შეჯახება 3-4 მილიარდი წლის მერე მოხდება. თუ ეს მოხდა, ორივე ერთ გალაქტიკად გაერთიანდებიან. არ არის გამორიცხული, რომ მძლავრი გრავიტაციული შეშფოთებების ზემოქმედებით მზის სისტემა გალაქტიკათშორის სივრცეში იქნება გატყორცნილი. მზისა და პლანეტების დაშლა, ამ კატასტროფული პროცესების დროს, ნაკლებად სავარაუდოა.

 ანდრომედაში აღმოჩენილი ულტრაკაშკაშა(ULX) ობიექტი „ჩანდრამ“ და XMM-Newton-მა დააფიქსირეს. ეს, ანდროემდაში და ახლო კოსმოსში პირველად დაფიქსირებული რენტგენის ულტრაელვარე ობიექტია. ნათება შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავური მასების შთანთქმითაა გამოწვეული. „ULX საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასზე დაკვირვება და შესწავლა“ – აცხადებენ მეცნიერები(გალაქტიკები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.