რადიაციის ნაკადები შავი ხვრელიდან

 რადიაციის ნაკადები, რადიოწყაროდან Swift J1644 +57, შეიძლება მოდიოდეს ვარსკვლავიდან, რომელიც ოდესღაც შავმა ხვრელმა შთანთქა.

 რენტგენის სხივები უცნაური წყაროდან, მარტის ბოლოდან ”ანათებს” დედამიწას. როცა თანამგზავრმა ”Swift”-მა გამოსხივების იმპულსების მაღალი საწყისი ენერგია აღმოაჩინა, ასტრონომებმა გადაწყვიტეს, რომ გამა-სხივები, შორეულ სამყაროში, მასიური ვარსკვლავის შავ ხვრელად გადაქცევის დროს გაჩნდა. ამის მაგივრად, 30 მარტს, გაფართოებული ძალიან დიდი მასივით(EVLA) დაკვირვებისას, კაშკაშა რადიოწყარო გამოჩნდა, რომელიც სუსტი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს, ”სვიფტის” მიერ დაფიქსირებული რენტგენის სხივების წყაროს მახლობლად.

 ”უჩვეულოა, ეს წყარო რენტგენის სხივებს ისევ ასხივებს და ის მომავალ წელსაც ხილული იქნება სვიფტისთვის” – ამბობს დევიდ ბაროუზი, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, პროექტ X-Ray- ის წამყვანი მეცნიერი – ”მისი ქცევა განსხვავდება ყველა დანარჩენისგან, რაც აქამდე გვინახავს”.

 1)მზისმაგვარი ვარსკვლავი, უახლოვდება შავ ხვრელს, 2) ძლიერი მიზიდულობა ამახინჯებს ვარსკვლავის ფორმას და საბოლოოდ, შლის მას, 3) დაშლილი ვარსკვლავი აკრეციულ დისკოსთან, 4) ნაწილაკების ვიწრო ჭავლი თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობს(NASA / Goddard Space Flight Center / Swift.).

 მოვლენის დროში გაწელვა მიზიდულობის ძალებით გამოწვეული დარღვევებით ხდება, როცა მზის ზომის ვარსკვლავს, მასზე მილიარდჯერ მძიმე ხვრელი შთანთქავს. ნივთიერების საკმაო რაოდენობით დაგროვების მერე, ვარსკვლავური მატერია მილიონ გრადუსამდე ცხელდება. გაზის სპირალები ხვრელისკენ მიისწრაფის, ფორმირდება მატერიის ჭავლები ხვრელის ღერძთან. რადიოგამოსხივება ჭავლში იბადება და ვარსკვლავთშორის გარემოს ეჯახება, რენტგენის სხივები კი ჭავლის ფუძეშივე გამოსხივდება.

 დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რადიოგამოსხივების რეგიონი ისევ ფართოვდება, სინათლის სხივის ნახევარი სიჩქარით. გაფართოების დროში უკან დაბრუნებით, ასტრონომებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ის იმავე დროს გაჩნდა, როცა ”სვიფტის” მიერ დანახული რენტგენის გამოსხივების წყარო.

 ”ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს, რომლებიც ამ მოვლენას GRB(გამა ანთება)-სგან განასხვავებს”, ამტკიცებს Brunthaler-ი. ”პირველ რიგში, როგორც წესი, ეს არის კაშკაშა ანთება(წამიერი), შემდეგ კი ნელი დაკლება, ეს მოვლენა კი მთელი კვირის განმავლობაში იყო კაშკაშა, ძლიერი ცვალებადობით. მეორეს მხრივ, გამა-ანთებები გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოიძებნოს, რადგან ისინი, ვარსკვლავების აფეთქებასთანაა დაკავშირებული. ხსენებული წყარო კი გალაქტიკის ცენტრში იქნა დაფიქსირებული, რაც ცენტრალურ შავ ხვრელთან კავშირზე მეტყველებს.”

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.