მზის სისტემის გაჩენის დროინდელი ზომა

 ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა მზის სისტემის მცირე ზომის, ქვებისა და ყინულისგან შემდგარი, სხეულთა ქცევა გააანალიზეს. დადგინდა, რომ თუ 4,56 მილიარდი წლის წინ მზის გარშემო არსებული პროტოპლანეტარული დისკო 80 ასტრონომულ ერთეულზე მეტი იქნებოდა(1ა.ე= 150 000 000 კმ,საშუალო მანძილი მზიდან დედამიწამდე), მაშინ ასეთი სხეულების უმრავლესობას დიდი დახრილობის ორბიტები და პატარა ექსცენტრისიტეტი(ორბიტის ელიფსურობა) ექნებოდათ.

 მკვლევარების თქმით, ასეთი სხეულები რომ არსებობდნენ, მაშინ მათ უკვე აღმოაჩენდნენ. ეს კი არ მომხდარა, ანუ პროტოპლანეტარული დისკო 80 ა.ე-ზე პატარა იყო. პლანეტების ფორმირების არსებული მოდელები დისკოს საწყის ზომებზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ზომის იყო მზის სისტემის წარმომქმნელი პროტოპლანეტარული დისკო.

 დაკვირვებები აჩვენებენ, რომ ვარსკვლავების გარშემო არსებული პროტოპლანეტარული დისკოების რადიუსი რამდენიმე ათეულიდან ათასობით ასტრონომული ერთეულის ზომის შეიძლება იყოს. ასეთი დისკოს საშულო რადიუსი, ახალგაზრდა ვარსკვკლავების გარშემო, 60 ა.ე-ს შეადგენს.

მხატვრის თვალით დანახული მზის სისტემის პროტოპლანეტარული დისკო(ESA/NASA/JPL-Caltech).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.