ანდრომედას წარსულის და მომავალის ვარსკვლავები

 დიდი და ლამაზი ანდრომედას ნისლეული(ან M31) – სპირალური გალაქტიკაა, ის ჩვენიდან სულ რაღაც 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული(უშორესი ობიექტი, რომლის დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით). ფოტო გადღებულია ორ, თვალისათვის უხილავ დიაპაზონში, შედგენილია ორი სხვა და სხვა კოსმოსური ობსერვატორიების მიერ გაკეთებული სურათებით. გამოსახულება ამ გალაქტიკის წარსულის და მომავლის ვარსკვლავების დანახვაში გვეხმარება. მოწითალო ფერებში ნაჩვენებია მონაცემები ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპი ”ჰერშელიდან”.


ანდრომედა ინფრაწითელ და რენტგენის დიაპაზონებში.

 კარგად ჩანს მკლავების გასწვრივ გაწოლილი მტვრის უზარმაზარი ჩანართები, რომელთაც ვარსკვლავები აცხელებენ. მტვერი ვარსკვლავთშორის გაზებთან ერთად მომავალი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ასამოქმედებლ უმთავრეს მასალას წარმოადგენს. რენტგენში გადაღებული მონაცემები ცისფერითაა ნაჩვენები, მიღებულია ორბიტალური ტელესკოპი XMM-ნიუტონიდან. ესენი ორმაგი რენტგენული წყაროები არიან, ევოლუციის ბოლო ეტაპებზე მყოფი ვარსკვლავები(ვარსკვლავი-ნეიტრონული, ვარსკვლავი ხვრელი ან სხვა კომბინაცია). ანდრომედა ორჯერ დიდია ჩვენს გალაქტიკაზე, მისი დიამეტრი დაახლოებით 200 000 სინათლის წელია.

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.