10 უდიდესი ობიექტი სამყაროში

სუპერვოიდი

 დიდი ხანი არ რის გასული, რაც მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე უფრო ცივი ლაქა აღმოაჩინეს. ერიდანუსის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე სიცარიელის ზომა 1,8 მილიარდი სინათლის წელია.

 წინადადებაში ხსენებული სიტყვა – ”ვოიდი”, სიცარიელეს ნიშნავს, თუმცა ეს ადგილი აბსულუტურად ცარიელი არ არის. კოსმოსის ამ ნაწილში 30%-ით ნაკლები რაოდენობის გალაქტიკური გროვაა, ვიდრე მის შემომფარგლავ სივრცეში. მეცნიერთა აზრით, სამყაროს მოცულობის 50% ვოიდებს უკავია და ეს პროცენტი გაიზრდება, რადგან გალაქტიკური ზეგროვების სუპერგრავიტაცია სულ უფრო მეტ გალაქტიკებს იზიდავს თავისკენ. სუპერვოიდი 2 მიზეზის გამოა საინტერესო: წარმოუდგენლად დიდი ზომისა და რელიქტური გამოსხივების იდუმალ ცივ ლაქასთან კავშირის გამო(“პლანკმა” WMAP-ის მიერ აღმოჩენილი ანომალია დაადასტურა).

 ზოგის აზრით, სამყაროსეული ცივი ლაქები, პარალელური სამყაროების შავი ხვრელების ანაბეჭდებია, გამოწვეული სამყაროებს შორის არსებული კვანტური გადახლართულობით. სხვების აზრით, სუპერვოიდისა და რელიქტური ლაქის ერთი მიმართულებით მდებარეობა, უბრალო დამთხვევაა.

სუპერბლობი

 სამყაროს ყველაზე დიდი ობიექტის ტიტული, 2006 წელს აღმოჩენილ კოსმოსურ ”ბუშტს” ეკუთვნოდა. იაპონელების მიერ აღმოჩენილი ობიექტის სამ ცალკეულ ”საცეცში” მდებარე გალაქტიკები ოთხჯერ უფრო მჭიდროდაა ერთმანეთის მიმართ განლაგებული, ვიდრე დანარჩენი სამყაროს სხვა გალაქტიკურ გროვებში.

 მეცნიერთა აზრით, თვითონ ბლობის ფორმირება მაშინ მოხდა, როცა ადრეული სამყაროს სუპერმასიურმა ვარსკვლავებმა ზეახლებად ანთება დაიწყო და გაზის გიგანტური მასები გამოანთავისუფლა. ობიექტი იმდენად მასიურია, რომ ალბათ, ის ყველაზე უფრო ადრე წარმოქნილი კოსმოსური სტრუქტურაა. თეორიების მიხედვით, დროთა განმავლობაში, აქ  დაგროვებული გაზისგან სულ უფრო მეტი გალაქტიკა წარმოიქმნება.

შეფლის ზეგროვა

 წლების განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი, 2,2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით, კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მიიზიდება. ამის მიზეზი შეიძლებ იყოს ე.წ. დიდი ატრაქტორი, რომლის დანახვასა და კვლევას ჩვენივე გალაქტიკის მტვრის დისკო აფერხებდა.

 რენტგენული ასტრონომიის განვითარებასთან ერთად გაირკვა, რომ აქამდე უხილავი ობიქტი, ჩვეულებრივი გალაქტიკური გროვაა და დამზერადი გრავიტაციული ძალის მაჩვენებელი, საჭიროზე 44 პროცენტით მცირეა. მეცნიერებს ამ ობიექტის უკან, სამყაროს კიდევ უფრო ღრმა სივრცეში მოუხდათ ჩახედვა, სადაც გაცილებით დიდი, 8000 გალქტიკისგან შემდგარი, თითოეული 10 მილიონი მზის მასით, ”კოსმოსური მაგნიტი” აღმოჩენეს – შეფლის ზეგროვა. დიდი ატრაქტორიც და ადგილობრივი ჯგუფის ყველა გალაქტიკა, რა თქმა უნდა ჩვენიც, სწორედ ამ ზეგროვასკენ მიექანება.

დიდი კედელი CfA2


ცის სლოანისეული ციფრული დამზერის პროექტით მიღებული გამოსახულება.

 500/16-ზე მილიონი სინათლის წლის ზომის გალაქტიკური კედელი, ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს. მისი ზუსტი ზომა უცნობია, რადგან ზემოთ ხსენებული მტვრის დისკო ამის დადგენის საშუალებას არ იძლევა.

ზეგროვა ლანიაკეა

 ამერიკელმა, ფრანგმა და ებრაელმა ასტროფიზიკოსებმა ლოკალური(ახლო) სამყაროს რუკა შეადგინეს, რითაც ზეგროვას საზღვრების დადგენა შეძლეს, ზეგროვისა, რომელსაც „განუზომელი ზეცა“ უწოდეს(ლანიაკეა – ჰავაიელების ენაზე).

 ლანიაკეა შემოსაზღვრავს რეგიონს, რომლის დიამეტრი 160 მეგაპარსეკია(522 მლნ.სინ.წ.), რაც ირმის ნახტომის დიამეტრზე 5000-ჯერ მეტია. ზეგროვას მასა ჩვენი გალაქტიკის მასას ასი ათასჯერ აჭარბებს.

 რუკის შედგენისას მეცნიერებმა ყოველი ცალკეული გალაქტიკის მოძრაობა გაითვალისწინეს. თვითონ გალაქტიკები გროვებს წარმოქნის, გროვებს შორის სიცარიელეებია, ე.წ. ვოიდები, რომლებშიც, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ბნელი მატერია არის თავმოყრილი.

 სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ სამგანზომილებიან ვიზუალიზაციაში ლოკალური სამყაროსთვის დამახასიათებელი სტრუქტურები ჩანს.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=rENyyRwxpHo

 რუკის შესადგენად გალაქტიკათა ყველაზე დიდი კატალოგი – Cosmicflows-2 იქნა გამოყენებული. „განუზომელი ზეცა“ დაახლოებით 8000 გალაქტიკას მოიცავს, რომელთა შესახებაც მონაცემები Cosmicflows-2-ში არის ხელმისაწვდომი.

 ლანიაკეაში თავმოყრილ გალაქტიკათა რეალური რაოდენობა ზემოთ ხსენებულ რიცხვს რამდენიმეჯერ აჭარბებს, თუმცა ასტრონომებმა მათი გადაადგილებების შესახებ მონაცემების შეგროვება ვერ შეძლეს. ლანიაკეა, ქალწულისა და სხვა ზეგროვებს მოიცავს, ასევე დიდ ატრაქტორს.

 ირმის ნახტომი ქალწულის ზეგროვაშია, მისი მასა გალაქტიკისაზე ათასჯერ მეტია. მზიდან 65 მეგაპარსეკის(212 მლნ.სინ.წ.) მანძილზე მდებარე დიდი ატრაქტორი გრავიტაციულ ანომალიას წარმოადგენს, ზემოქმედებს ლინიაკეას გალაქტიკების მოძრაობაზე. მისი სტრუქტურა ახლაც გაურკვეველი რჩება. სავარაუდოდ, ბნელი მატერიის გროვა უნდა იყოს, ან გალაქტიკათა ზეგროვა, რომელიც ძნელად დაიმზირება დედამიწიდან(სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა).

სლოუნის დიდი კედელი

 ეს კედელი პირველად, ცის ციფრული დამზერის სლოანისეული პროგრამის ჩარჩოებში, 2003 წელს აღმოაჩინეს. კედელი, რამდენიმე ზეგროვასგან შემდგარ გიგანტურ ფილამენტს წარმოადგენს, რომელიც გიგანტური კოსმოსური რვაფეხას საცეცების მსგავს სტრუქტურას წარმოქნის. 1,4 მილიარდი სინათლის წლის ზომის ობიექტი, ერთ დროს, სამყაროს ყველაზე დიდ წარმონაქმნად ითვლებოდა. არსებული თეორიების მიხედვით, სამყაროს ევოლუციის შესახებ, ასეთი ზომის სტრუქტურები არ უნდა არსებობდეს.

კვაზარების ჯგუფი Huge-LQG7

 დღევანდელი დღისთვის, სამყაროს ყველაზე უფრო დიდი ობიექტების სიაში მესამე ადგილს, 4 მილიარდი სინათლის წლის ზომის სივრცეზე მიმოფანტული, 73 კვაზარისგან შემდგარი გროვა Huge-LQG7 იკავებს. ესეც სლოანის პროგრამით იქნა აღმოჩენილი და მეცნიერთა აზრით, სწორედ მსგავსი ობიექტებისგან ყალიბდება ისეთი გიგანტური სტრუქტურები, როგორიც სლოანის კედელია.

 აღსანიშანვია, რომ Huge-LQG7-ის არსებობის საკითხი ჯერ კიდევ კამათის საგნად რჩება. ზოგს მართლაც კვაზარების გროვა ჰგონია, ზოგს კი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი, შემთხვევითი წესით მიმოფანტული კვაზარები(უკანონო გროვა: პრინციპების რღვევა).

გიგანტური გამა-რგოლი

 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული გიგანტური გამა-რგოლი(Giant GRB Ring), სამყაროს უდიდეს ობიექტებს შორის მეორეა. სწავლობდნენ რა გამა-ანთებებს, ასტრონომებმა გამა-ანთებათა სერია დააფიქსირეს, ერთნაირ მანძილზე დედამიწიდან. ეს ანთებები ცაზე რგოლს წარმოქნიდა, რომელიც სავსე მთვარის ხილულ ზომას 70-ჯერ აჭარბებდა. იმის გათვალისწინებით, რომ გამა-ანთებები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მათ მიერ ცის თაღზე ასეთი ფორმის სტრუქტურის წარმოქნის შანსი 20 000-დან ერთია.

 თეორიის მიხედვით, გიგანტური გამა-რგოლი შეიძლება იყოს სფეროს პროექცია, რომლის გარშემოც გამა-ანათებები შედარებით მცირე პერიოდის – 250 მილიონი წელი, განმავლოაბში ხდებოდა. თვითონ სფერო კი, ბნელი მატერიის უზარმაზარი გროვას გარშემო თავმოყრილი გალაქტიკების გროვებს უნდა წარმოადგენდეს. საკითხი ისევ ღიად რჩება.

ჰერკულესის დიდი კედელი

 ეს ობიექტიც გამა-ანთებებზე დაკვირვებით იქნა აღმოჩენილი. 10 მილიარდი სინათლის წლის ზომის ჰერკულესის კედელი, გამა-რგოლზე ორჯერ დიდია.

 იმის გამო, რომ გამა-ანთებები უფრო ხშირად კოსმოსის ამ ნაწილში ხდება, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ აქ უნდა იყოს ასტრონომიული ობიექტი, რომელშიც გალაქტიკებისა და სხვა მატერიის კონცენტრაცია მაღალია. კედლის არსებობის ფაქტი, თანამედროვე კოსმოლოგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ მეცნიერებს თავიანთი თეორიების გადახედვა უხდებათ.

კოსმოსური აბლაბუდა

 კოსმოსში არსებული ყველა გალაქტიკა, წარმოუდგენელი ზომების ერთ მთლიან სტრუქტურაშია გაერთიანბული, რომელიც რეგიონების ერთმანეთთან შემაერთებელ, ვოიდებზე გამავალ ძაფით გაკეთებულ ნაკერებს მოგვაგონებს. სწორედ ამ სტრუქტურას უწოდებენ კოსმოსურ აბლაბუდას.

ablabuda habli big bamg

 ეს ძაფები, გრავიტაციული ძალებით გალაქტიკების ერთმანეთთან დამაკავშირებელი თავისებური ხიდებია. ამ ძაფებში ჩამოყალიბებული გალაქტიკები, გალაქტიკური გროვებისკენ მიემართება და ევოლუციასაც იქვე ასრულებს(ვარსკვლავების ფორმირება წყდება)(მოკლედ კოსმოლოგიური მოდელის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.