ყველაზე დიდი სტრუქტურა სამყაროში

 ასტრონომებმა სამყაროს შორეულ ნაწილში სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომლის ზომა დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელი უნდა იყოს(space.com).

 ახლადაღმოჩენილი სტრუქტურა ძველ რეკორდსმენზე ორჯერ დიდია. საუბარია გროვაზე 73 კვაზარით – Huge-LQG, ზომით 4 მილიარდი სინათლის წელი. ერთ-ერთი უდიდესი გალაქტიკის, სლოუნის დიდი კედლის დიამტრი 1,4 მილიარდი სინათლის წელია, ახალბედა მასზე 6-ჯერ დიდია.

 სტრუქტურის აღმოჩენა, გამა-ანთებათა განაწილების რუკის შედგენის დროს მოხდა. ითვლება, რომ ეს მაღალენერგიული გამონაფრქვევევბი მასიური ვარსკვლავების კოლაფსის დროს წარმოიქმნებიან. მასიური ვარსკვლავები კი მატერიის დიდი მარაგების მქონე რეგიონებში ყალიბდებიან, ამიტომ ასეთი აფეთქებები მეცნიერებს ეხმარება დაახლოებით დაადგინონ, რა რაოდენობის მატერიას შეიცავს სამყაროს ესა თუ ის რეგიონი.

 ჰერკულესისა(VLT ასეულობით ურთიერთქმედ გალაქტიკას ხედავს) და ჩრდილოეთ გვირგვინის თანავარსკვლავედების მიმართულებით არსებულ სტრუქტურაში გამა-ანთბათა დონე უჩვეულოდ მაღალია. ამ ანთებათა ანალიზით დადგინდა, რომ სინათლეს, სტრუქტურის ერთი ბოლოდან მეორემდე მისასვლელად 10 მილიარდი წელი დასჭირდება(სინათლის სიჩქარე).

 ამჟამად, ამ სტრუქტურის არსებობის მეტი მტკიცებულობების მისაღებად, ასევე მისი ბუნების უკეთ გასაგებად, დამატებითი დაკვირვებები მიმდინარეობს. მეცნიერებს წარმოდგენა არა აქვთ, როგორ შეიძლებოდა რაიმე ასეთ ზომებამდე გაზრდილიყო. ”შესაძლებელია, ეს გალაქტიკური გროვებისა და სხვა ნორმალური მატერიის დიდი დიდი კონცენტრაცია იყოს” – ამბობს იშთვან ნორმათი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ბუდაპეშტის სახელმწიფო სამსახურის ნაციონალური უნივერსიტეტიდან(LOFAR-ი უდიდეს გალაქტიკას ხედავს; ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა; სხვა ექსტრემალები; ყველაზე დიდები; მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.