VLT ასეულობით ურთიერთქმედ გალაქტიკას ხედავს

 ასტრონომთა ჯგუფმა ურთიერთქმედი გალაქტიკების რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო, რომლებიც ჰერკულესის თანავარსკვლავედის მიმართულებით იმყოფებიან. ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT) ჩილეში, პარანალის ობსერვატორიას ეკუთვნის, რომელიც 2635 მეტრის სიმაღლეზეა აგებული. VLT-ეს კომპლექსი ოთხი 8,2 მეტრიანი ტელესკოპებისგან შედგება, თითოეულ მათგანს, დამოუკიდებელი, 1 საათიანი ექსპოზიციით მუშაობა შეუძლია, რითაც ის 4 მილიარდჯერ მგრძნობიარეა, ვიდრე შეუიარაღებელი თვალი.

 VLT-ეს საშუალებით კოსმოსური სივრცის სამ საათიანი დაკვირვების მერე, ასტრონომებმა ასეულობით გალქტიკა დეტალებში გადაიღეს.

 გალაქტიკური კლასტერი ჰერკულესი, ცნობილი Abell 2151-ის სახელით, ჰერკულესის თანავარსკვლავედს 500 მილიონი სინათლის წლითა დშორებული. კლასტერში ასზე მეტი გალქტიკაა. აქ არიას ბევრი სპირალური ურთიერთქმედი გალაქტიკა, აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით. მეცნიერებმა პრქტიკულად ვერ აღმოაჩინეს ელიფსური გალაქტიკები, მხოლოდ ორი.

ჰერკულესის ზოგიერთი გალაქტიკა ერთიანდება და ერთ, უფრო დიდ გალაქტიკას წარმოქმნის.

 ასტრონომები თვლიან, რომ ჰერკულესის კლასტერი შედარებით ახალგაზრდაა. სავარაუდოდ, ჰერკულესი სამი უფრო მცირე კლასტერებისა და უამრავი გალაქტიკური სტრუქტურებისგანაა შექმნილი. ანუ, ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი დიდი სტრუქტურის, კლასტერ Abell 2151-ის შემადგენელი ობიექტები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე არიან სინამდვილეში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.