გაზურ-მტვროვანი დისკო ვარსკვლავების გარშემო

რა გაარკვიეს ფრანგმა ასტრონომებმა ვარსკვლვაების მტვროვანი დისკოების შესახებ?  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მტვროვანი დისკოების მქონე ვარსკვლავების გარშემო შეიძლება დედამიწისმაგვარი პლანეტები არსებობდნენ. ბორდოს(საფრანგეთი) ობსერვატორიის ასტრონომებმა რამდენი ასეული ასეთი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელთაც მტვროვანი დისკოების კვლები გააჩნიათ თავიანთ გარშემო. ეს დისკოები ვარსკვლავის შემომფარგლავი პლანეტოშენადედებისა და მტვრისაგან შედგებიან.

პლანეტოშენადედი(ლუტეცია) – ეს არის ობიექტი პროტოვარსკვლავის(ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ვარსკვლავი) ორბიტაზე, შემდგარი უფრო მცირე ზომის სხეულებისგან, რომლებიც თავის მხრივ პროტოპლანეტარული დისკოს მტვრის ნაწილაკებისგან შდგებიან. თავისკენ ახალ-ახალი მტვრის მიზიდვითა და მასის მომატებით, პლანეტოშენადედები უფრო მსხვილი ზომების სხეულებს წარმოქმნიან, სანამ მისი ცალკეული ნაწილები გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით გამკვრივებას არ დაიწყებენ. მომატებული მასა ცენტრში ტემპერატურის აწევას იწვევს. მომატებული ტემპერატურა ადნობს მას და ობიექტი პროტოპლანეტად იქცევა.

 მტვრის ”სიცოცხლის” ხანგრძლივობა ვარსკვლავისაზე მცირეა. გიგანტური პლანეტების მირ სისტემაში შეტანილი გრავიტაციული შეშფოთებებიც საკმარისია მისი ვარსკვლავთშორის გარემოში გასაფანტად.

”იმისათვის, რომ ხნიერი ვარსკვლავების გარშემო მტვროვანი დისკო იყოს, საჭიროა შემომფარგლავი მშვიდი გარემო, რომელშიც არანაირი სერიოზული გრავიტაციული შეშფოთებები არ იქნება” – ამბობს ასტროფიზიკოსი სინ რეიმონდი, ხსენებული ობსერვატორიიდან.

”ამასთან ერთად, მტვრის დისკოიან პლანეტარულ სისტემებში შეიძლება დედამიწისმაგვარი პლანეტები ჩამოყალიბდნენ. ამის ალბათობა საკმაოდ მაღლია” – დასძენს მეცნიერი.

შიდა დისკოები არასაკმარისად მძლავრია, რათა გიგანტური პლანეტის დისკოს ჩამოყალიბება შეძლოს, ამიტომ ასეთი დიდი პლანეტები ვარსკვლავიდან შორს ყალიბდებიან, სადაც ტემპერატურა არც თუ ისე მაღალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მტვროვანი დისკო ბევრ ვარსკვლავს არ გააჩნია, რადგან მათ გარშემო არ არის იმდენი ნივთიერება, რომლისგან ვარსკვლავიც ჩამოყალიბდება და მტვროვანი დისკოც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.