ახლად აღმოჩენილი 18 ეკზოპლანეტა

ახლად აღმოჩენილი ეკზოპლანეტების რიცხვი, რომლებიც ბრუნავენ მასიური ვარსკვლავის გარშემო, 50%-ით გაიზარდა. ეკზოპლანეტების სიუხვე ასტრონომებს დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ თუ როგორ ფორმირდებიან და იზრდებიან გაზის გიგანტის ტიპის პლანეტები სისტემაში.

რამდენიმე თვის წინ მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა განცხადება ნაპოვნ  50 ახალ ეკზოპლანეტაზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი კლდოვანია და შეიძლება კარგი კანდიდატი იყოს სიცოცხლის არსებობისთვის. ეკზოპლანეტების რიცხვმა უკვე მიაღწია 700 და ძალიან სწრაფად იზრდება.

მკვლევარებმა 300-მდე ვარსკვლავი “კეკის” ობსერვატორიის დახმარებით შეისწავლეს(Keck Observatory,ჰავაი). მათ საკვლევ ობიექტებად აირჩიეს “განმარტოებული” ვარსკვლავები, რომლებიც A ტიპის კატეგორიას მიეკუთვნებიან. ისინი 1,5-ჯერ მასიურები არიან, ვიდრე ჩვენი დედავარსკვლავი – მზე. ამ კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა 18 ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. თითოეული მათგანის მასა მზის სიტემაში ყველაზე დიდი პლანეტის – იუპიტერის მასას უტოლდება. დედა ვარსკვლავიდან მათი ორბიტები შედარებით შორსაა.

ავტორი: ბექა მამუკაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.