კიდევ ერთი დედამიწისმაგვარი ეკზოპლანეტა

 კვლევის ობიეტები იყვნენ წითელი ჯუჯების სამმაგი სისტემა GJ 667, დედამიწიდან 22 სინათლის წლის მანძილეზე, მორიელის თანავარსკვლავედში. მეცნიერებმა გააანალიზეს მონაცემები, შეგროვილი სისტემის ერთი კომპონენტისთვის სპექტრომეტრი HARPS-ით, რომელიც ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის 3,6 მეტრიან ტელესკოპზეა დაყენებული(ლასილა,ჩილე).

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სისტემაში მინიმუმ ერთი პლანეტა მაინც არის(ჯერ არ მიუღია სახელი). მისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნვის პერიოდი 28 დღეა, მიწის 4,5 მასით. GJ 667C ნათობა მზისაზე მცირეა, ხოლო პალნეტის თავის მნათობთან ახლოს ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მის ზედაპირზე ექსტრემალური პირობებია. კერძოდ, ახალი პლანეტა სიცოცხლისათვის შესაფერის ზონაშია, ანუ მასზე შეიძლება იყოს თხევადი წყალი.

 პლანეტა ვარსკვლავის სპექტრის ანალიზით აღმოაჩინეს, კერძოდ, მასზე პლანეტის მხრიდან მოქმედი გრავიტაციით. გარდა ამისა მეცნიერებმა კიდევ რამდენიმე სიგნალი მიიღეს, რაც GJ 667C-თან სხვა პლანეტების არსებობზა შეიძლება მეტყველებდეს. ერთი კანდიდატი ვარსკვლავის გარშემო 75 დღიანი პერიოდით ბრუნავს, მეორე, ალბათ გაზური გიგანტი, 10 წლიანი პერიოდით. 2009 წელს GJ 667C-ში სხვა პლანეტობის კანდიდატიც იქნა აღმოჩენილი, 7,3 დღიანი პერიოდით. ამგვარად, პლანეტათა რიცხვმა ამ სისტემაში შეიძლება ოთხს მიაღწიოს.

 ახალი პლანეტა მიწის ტიპის პლანეტებს შორის მეოთხეა, თან სასიცოცხლო ზონაში. პირველი 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს – Kepler-22b. ის G კლასის(როგორც ჩვენი მზე) ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან 600 სინათლის წლის მანძილზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.