ჩვენი სამყაროს სხვა ვერსია

 შეიძლება არსებობდეს ჩვენი სამყაროს სარკული ვერსია, სადაც ყველაფერი უკუმიმართულებით მიდის, ხოლო ყველას, თავისებური ანტიპოდი ჰყავს? რამდენად ძლიერად უნდა შეიცვალოს ფიზიკის კანონები ისე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს?

 დიდი აფეთქების დროს მატერიისა და ანტიმატერიის თითქმის ერთნაირი რაოდენობა წარმოიქმნა, ხოლო შემდეგ ანიჰილაცია(ურთიერთგანადგურება, სუფთა ენერგიად გადაქცევა) განიცადეს მათ. ამიტომაც შედგება დამზერადი სამყარო მატერიისგან, თუმცა გამოცანად რჩება, რატომ მატერია და არა ანტიმატერია.

 ანტიმატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა პოლ დირაკმა(1928 წ.), რომელიც მიხვდა, რომ კვანტური მექანიკიდან გამომდინარე უნდა არსებობდეს დადებითი მუხტის მქონე ელექტრონიც. 4 წლის შემდეგ, კარლ ანდერსონის მიერ აღმოჩენილ ანტიელექტრონს – ”პოზიტრონი უწოდეს”. კარგია, რომ არა ”დირაკოტრონი”, რადგან ასეთი სახელი გიგანტურ იაპონურ რობოტს უფრო შეეფერება 🙂 .

 ეს ნაწილაკები, მაღალი ენერგიების ნაწილაკების შეჯახებებით ჩნდებიან, ნაწილაკებისა, რომელთა ბუნებრივი წყაროები კოსმოსშია, ხოლო არაბუნებრივი – ნაწილაკთა ამაჩქარებლებში. ჩვენ ანიჰილაციის დამზერაც შეგვიძლია, როცა მატერია და ანტიმატერია ერთმანეთთან კონტაქტში შედის.

 ანტინაწილაკთა მთელი რიგია აღმოჩენილი – ანტიპროტონი, ანტინეიტრონი, ანტიწყალბადი, ანტიჰელიუმი. რა იქნებოდა, სამყარო ანტიმატერიისგან რომ შედგებოდეს? გააგრძელებდა ის არსებობას? იქნებოდნენ თუ არა ვარსკვლავები, პლანეტები, ადამიანები?

  ფიზიკოსები, ცვლიან რა  თავიანთ განტოლებებში მატერიას ანტიმატერიაზე, С-გარდაქმნას უწოდებენ ამას. აღმოჩნდა, რომ თუ სამყაროს ნაწილაკებს მუხტის ნიშანს შევუცვლით, სამყარო არ იქნება ისეთი, როგროსაც ჩვენ ვიცნობთ.

 ამ პრობლემის გადასაჭრელად, ფიზიკოსებმა სარკული სამყაროს გააზრება გადაწყვიტეს, რომელშიც ნაწილაკები, საკუთარი თავის სარკული ასლები იქნებიან. ყველაფერი პირიქით იქნება. სპინი, მუხტი, სიჩქარე, ქცევა. ინვერსია. იმუშავებს კი ეს ყველაფერი?

 პასუხი იგივე რჩება, არა. თითქმის უნდა იმუშოს, მაგრამ სუსტი ბირთვული ურთიერთქმედება, რომელიც ბირთვულ დაშლას უზრუნველყოფს, ამ კომბინირებული სისწორის იდეას არღვევს. სარკულ სამყაროში სუსტი ბირთვული ურთიერთქმედება ვერ იმუშავებს.

 სისწორის სიმეტრია, ანუ ფიზიკის განტოლებათა ინვარიანტულობა ამ სარკული ინვერსიის მიმართ, ელექტრომაგნიტური და ძლიერი ურთიერთქმედებებისთვის მართებული რჩება. თუ მუხტსა და სისწორეს ერთდროულად შევცვლით? ფიზიკოსები ამას CP-სიმეტრიას უწოდებენ, კომბინირებულ სისწორეს, ორი სიმეტრიის პროდუქტს.

 ექსპერიმენტში, რომელიც 1964 წელს ჯეიმს ქრონინმა და უელ ფიჩმა ჩაატარეს, დემონსტრირება მოხდა იმისა, რომ ანტიმატერიალურ სამყაროში ჩვენი ფიზიკური კანონები ვერ იმუშავებენ. ამ ექსპერიმენტმა ნობელის პრემია მოუტანა მათ(1980).

 თუმცა, აღმოჩნდა, რომ თუ დრო უკან წავა, ხოლო ყველაფერი ანტიმატერიისგან იქნება შექმნილი, სარკეში ჩახედვისას, ჭეშმარიტ სიმეტრიას დავინახავთ, ზუსტად ჩვენის მსგავს სამყაროს. თუ ეს ასეა, მაშინ სად არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ სარკულ სამყაროში არ ვცხოვრობთ?

2 comments

  1. ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ჰიპოთეზას – რომ საყარო რომელშიც ვარსებობთ თითონ არის ანარეკლი და არა ძირითადი – როგორ დავადგინოთ ჭეშმარიტება ?

  2. საძიებო გრაფაში ქართულად ჩაწერეთ – ჰოლოგრამა, წაიკითხეთ გამოსული პოსტები…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.