ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ირმის ნახტომის შიგნით არსებულ სფერულ ვარსკვლავურ გროვებში შავი ხვრელები ნამვილად არიან. 40 წლის წინანდელი ჰიპოთეზის დამტკიცება რადიოასტრონომიული და რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპების საშუალებით მოხერხდა(arxiv.org).
ადრე, ასტრონომთა იგივე ჯგუფმა, ტომ მაკარონეს ჩათვლით შავი ხვრელი გალაქტიკა NGC4472-ის სფერულ გროვაში აღმოაჩინა, შემდეგ კი ჩვენს გალაქტიკაშიც. ამასთან ერთად ეს არ არის მარტოხელა ხვრელი, ის კომპანიონ ვარსკვლავთან ერთად მასათა საერთო ცენტრის გარშემო ბრუნავს.
აღმოჩენა რადიოტელესკოპების მასივის Very Large Array(1)-სა და ორბიტალური ”ჩანდრას” საშუალებით მოხდა, ხოლო თავიანთი დსაკვნების დასამტკიცებლად მეცნიერებმა ”ჰაბლის” ფოტოაქრივებიც გამოიყენეს, რომლებზეც ეს ობიექტია აღბეჭდილი.
ასტრონომები შესაძლო შეცდომასაც არ გამორიოცხავენ, რომ ობიექტი შეიძება ნეიტრონული ვარსკვლავი იყოს ჩვეულებრივ ვარსკვლავთან წყვილში, ზეახლის ნარჩენი, პულსარი ან შორეული გაქლტიკაც კი, რომელიც ამ გროვას უკანა ფონზე მდებარეობს. ყველა ეს ვარიანტი ახალ მონაცემებს ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ან უკიდურესად ნაკლებად შესაძლებელია.
დაახლოებით 10 მზის მასის შავი ხვრელი სფერული გროვას შიგნით, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მეზობელი ვარსკვლავების მოძრაობაზე უნდა მოქმედებდეს. იმის გათვალისწინებით, რომ გროვას ვარსკვლავები ერთმანეთთან ძალიან ახლო მანძილებზე არიან, ხვრელი, გროვას ევოლუციას მთლიანად, დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს.
სფერული გროვას შიგნით ერთ კუბურ სინათლის წელზე რამდენიმე ათეული ვარსკვლავი მოდის. დედამიწა რომ ასეთ გარემოცვაში მოხვედრილიყო, მზიდან კენტავრის პროქსიმამდე ზომის სფეროში ხუთი ათასამდე ვარსკვლავი დაეტეოდა. თანამედროვე წარმოდგენებით, ასეთ სისტემებში პლანეტები ვერ ჩამოყალიბდებიან, პროტოპლანეტარულ დისკოზე ახლოს მდებარე ვარსკვლავების მხრიდან მოქმედი მიზიდულობის გამო(ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები; სფერული გროვები საკუთარმა მასამ გადაარჩინა; ცენტავრის ომეგას მილიონობით ვარსკვლავი; სფერული ვარსკვლავთგროვა M15).