სფერული გროვები საკუთარმა მასამ გადაარჩინა

 მეცნიერთა ნაშრომი ჯერჯერობით რეცენზირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებლად არ არის მიღებული, თუმცა, მისი მოკლე პრეპრინტი arXiv.org-ზეა ხელმისაწვდომი. მკვლევარებმა ამ ნამუშევრის ჩარჩოებში გროვათა წარმოქმნის დინამიკა კომპიუტერული მოდელირებით გააანალიზეს. დადგინდა, რომ რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია – კერძოდ, გრავიტაციული შეშფოთება და გაზის გათბობა, გამოწვეული ახალგაზრდა ვარსკვლევბის მიერ, ზოგიერთი ახლად დაბადებული გროვას სწრაფად დაშლას იწვევეს.

 ასეთი გროვების 2 დან 50 პროცენტამდე იღუპება, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მცირე მასა აქვთ. გადარჩენისათვის საჭირო ყველაზე ოპტიმალური მასა მეცნიერების აზრით 1000 მზის მასას უტოლდება.

 მკვლევარების თქმით, მათი წინასწარმეტყველაბის შემოწმება პრაქტიკულადაცაა შესაძლებელი – დამზერად გალაქტიკებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ვარსკვლავთწარმოწმნის ინტენსიურ ეტაპებს ახლა გადიან. მსგავს გალაქტიკებში მცირე მასის გროვების განადგურება აშკარად უნდა შეიმჩნეოდეს.

 სფერული ვარსკვლვთგროვები, მათი ფორმირება და ევოლუცია ასტრონომთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ირმის ნახტომის ბირთვი რამდენიმე ასეთი ვარსკვლვთგროვას შერწყმით ჩამოყალიბდა.

http://www.youtube.com/watch?v=5HC_cRU4WhM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *