უძველესი ბაქტერიების კვალი?

 ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მარსის ზედაპირზე უძველესი ბაქტერიების კვლებია აღმოჩენილი(Smithsonian).

 2008 წელს, მარსმავალი – ”სპირიტი”, გუსევის კრატერში უჩვეულო ამობურცულობებს წააწყდა. ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნები, ოპალისმაგვარი სილიციუმის დიოქსიდისგან(SiO2) შედგება(12 წლის წინ „სპირიტი“ წითელ პლანეტაზე დაჯდა).

 ითვლებოდა, რომ ეს ბორცვები გეოთერმულმა პროცესებმა ”ამოჭრა” კლდოვანი ქანებიდან, რაც მჟავურ ზემოქმედებას უკავშირდება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გუსევის კრატერში ცხელი წყაროები არსებობდა. თუმცა, 2011 წელს პლანეტოლოგმა სთივენ რაფმა და გეობიოლოგმა ჯეკ ფარმერმა დაადგინეს, რომ ზედაპირი მარილიანობით ან ნეიტრალური მჟავიანობით არის გამორჩეული.

 ცხელი წყაროების ჰიპოთეზის უარყოფიდან რამდენიმე წლის მერე, რაფი და ფარმერი მსგავს ობიექტებს ატაკამას უდაბნოში(წითელი პლანეტის ყველაზე უფრო ახლო ანალოგი დედამიწაზე; ასტრობიოლოგია ატაკამას უდაბნოში) წააწყდნენ. ”გრანულები” იელოსთოუნთან(ა.შ.შ.) და ახალი ზელანდიის ვულკანებთანაც იქნა აღმოჩენილი.

ელ-ტატიო, ჩილე.

 მეცნიერთა აზრით, ატაკამაში ნანახი ამობურცულობები, უძველესი მიკრობების ცხოველმოქმედების კვალია. ახლა ისინი, ნიადაგში ორგანიზმების მიერ დატოვებულ კონკრეტულ ქიმიურ ელემნტებს ეძებენ(ბიოსიგნატურა). წარმატების შემთხვევაში, გუსევის კრატერი, მარსზე სიცოცხლის ძებნის მთავარ ადგილად გადაიქცევა. ატაკამას გრანულების ბიოგენური წარმოშობის დამტკიცება ძალიან ძნელი საქმე იქნება და ამას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება(ბიოლოგიური წარმოშობის ნიტრატები მარსზე?!; ყველაფერი, რაც მარსული წყლის შესახებ გაინტერესებდათ: ამ წყლის დალევა არ შეიძლება!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.