რატომ არიან ვარსკვლავები ზამთარში უფრო კაშკაშა, ვიდრე ზაფხულში?

 ვარსკვლავების სიკაშკაშე არ არის დამოკიდებული წელიწადის დროზე, მათ ვიზუალურ აღქმაზე ცის ფონი ახდენს ზეგავლენას. ზაფხულში, მზე ჰორიზონტის ქვემოთ ღრმად არ ჩადის, სრული სიბნელე არ დგება და ბინდი მთელი ღამე გრძელდება (რა არის თეთრი ღამეები?). გარდა ამისა, ზამთარში ელვარე მნათობების რაოდენობაც იზრდება. შუაღამისას ცაში 25 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან, მხოლოდ ექვსი ჩანს, ხოლო ზამთარში – 10, რომელთა შორისაა რეკორდსმენი სირიუსიც (ღამის ცის 25 ყველაზე ელვარე ვარსკვლავი).

 განათების გარდა, ვარსკვლავების ხილვადობაზე გავლენას ახდენს ჰაერის გამჭვირვალობაც. ცივი ჰაერი ნაკლებ ტენს შეიცავს, ვიდრე თბილი ჰაერი. ამიტომ ზამთარში ჰაერი უფრო სუფთაა.

 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ზამთრის ცა ასე შთამბეჭდავად გამოიყურება, არის ის, რომ ზაფხულში დედამიწა ირმის ნახტომის ნათელ ცენტრს უყურებს. თუმცა, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო გალაქტიკის კიდეებისკენ არის მიმართული. როგორც სინათლით დაბინძურება “აქრობს” ქალაქის ცაზე ვარსკვლავებს, ასევე შიდა გალაქტიკის სიკაშკაშე ართულებს ცალკეული ვარსკვლავების გამოყოფას ზაფხულის ცაზე (კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი; როგორ გადავიღოთ ირმის ნახტომი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.