ირმის ნახტომი არა მარტო ვარსკვლავებისგან შედგება, რაზეც ახალი რუკებიც მეტყველებენ, რომლებზეც გალაქტიკის მთელი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი: გაზი, მტვერი, ნაწილაკები და მაგნიტური ველები საოცარი დეტალიზაციით.
ეს რუკები, ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი მიკროტალღურ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ობსერვატორიის – „პლანკი“(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები), საშუალებით შეადგინეს. ოთხ სხვადასხვა დიაპაზონში გადაღებული ფოტოების ერთმანეთზე დადებით შედგენილი მოზაიკა, ირმის ნახტომის მომაჯადოებელ სახეს ქმნის. მისია „პლანკი“ სამყაროს ყველაზე უფრო ადრეული გამოსხივების შესაწავლით არის დაკავებული(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ).
ზედა მარცხენა გამოსახულება(წითლად), გალაქტიკაში არსებული მტვრის გამოსხივებას გვიჩვენებს. ნათება სითბურია, თუმცა თვითონ მტვერი უკიდურესად ცივია, დაახლოებით – 2510С(ექსტრემალური ტემპერატურა).
ყვითლად, ნახშირბადის ოქსიდია წარმოდგენილი(„პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა), რომელიც ვარსკვლავების წარმოქმნის ადგილებში კონცენტრირდება. ცისფერი ნაწილი გვიჩვენებს, რომ ეს სინათლე ირმის ნახტომის მაგნიტური ველის(ჩვენი გალაქტიკის მაგნიტური ველი ”პლანკისგან”) მიერ, დამუხტული ნაწილაკების გამოჭერისა და მათი ნაკადების შექმნისას გამოსხივდება(მზის სისტემის საბაჟო:”მაგნიტური ჩქაროსნული გზები”). მწვანე ნათებით, თავისუფალი ნაწილაკებია ნაჩვენები, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობენ, სრული შეჯახების გარეშე. ასეთი ტიპის ნათება გავარვარებულ, იონიზირებულ გაზთან არის დაკავშირებული, რომელიც მასიური ვარსკვლავების გარშემოა თავმოყრილი(ადრეული სამყაროს ნახშირბადის შემცველი ღრუბელი; გაზების უდიდესი ნაკადი ირმის ნახტომში).
httpv://www.youtube.com/watch?v=Ijl_N-Vz5Vg“პლანკი” სკანირების პროცესში.