„პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა

ორბიტალურმა ტელეკოპმა „პლანკმა“ ჩვენს გალაქტიკაში ნახშირჟანგის(CO) გადანაწილების რუკა შეადგინა. მოკლედ კვლევის შედეგების შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე დაიწერა.
_ნახშირჟანგი ასტრონომთათვის იმითაა საინტერესო, რომ ის წყალბადის ცივი მოლეკულარული ღრუბლების შემადგენლობაში შედის, ხოლო ასეთ ღრუბლებში ინტენსიური ვარსკვლვთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს. CO წყალბადზე უკეთესად ასხივებს, ამიტომ, ღრუბელში მისი მცირე რაოდენობის მიუხედავად, მეცნიერები სწორედ CO-ს რეგისტრაციას აძლევენ უპირატესობას.
_მეცნიერთა თქმით, შედეგები იმის დემონსტარაციას ახდენენ, რომ „პლანკი“ საუკეთესოა ასეთი ღრუბლების ძებნის საქმეში – ანალოგიური კვლევები, ჩატარებული მიწაზე არსებული ტელესკოპებით, გაცილებით დიდ დროს მოითხოვენ, თან ცის მცირე ნაიწილს მოიცავენ. ამასთან ერთად „პლანკი“ ერთბაშად ორივე სფეროს ასკანირებს. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი რუქით მათ უკვე აღმოაჩინეს ირმის ნახტომის აქამდე უცნობი ნახშირჟანგის შემცველი ღრუბლები.
                                                   გაადიდე.
_რუკასთან ერთად „პლანკმა“ საკმაოდ ხისტი სინქროტრონული გამოსხივებაც აღმოაჩინა(ეს არის მაგნიტური ველის ზემოქმედებით, აჩქარებით მოძრავი ელემენტარული ნაწილაკების გამოსხივება, ე.წ. დამუხრუჭების გამოსხივება,მაგ:. ელექტრონების), რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან მოდის. რა არის ამის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.