თქვენი კიდევ ერთი ვერსია პარალელურ სამყაროში

 ჩვენი რეალობა, სამყარო, როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ, შეიძლება, მოვლენათა განვითარების ერთადერთი ვერისა არ არის, ალბათ სხვა სამყაროებიც არსებობს, რომელთაც თავიანთი ვარიანტები გააჩნია, სხვა მოვლენებითა და გადაწყვეტილებებით – თავისებური მულტისამყარო.

 ა.შ.შ-ს ასტრონომიული საზოგადოება რეგულარულად განიხილავს პარალელურ სამყაროებს, მისი ფანტასტიკური თუ შემეცნებითი ასპექტები ყოველწლიურად გროვდება. ბოლო შეკრებაზე ამ თემასთნ დაკავშირებით ცნობილმა ასტროფიზიკოსმა მაქს თეგმარკმა ისაუბრა.

 სამყარო, როგორსაც მას თანამედროვე ტელესკოპები ხედავენ(თეორიულადაც) ძალიან დიდი და მასიურია. ფოტონებისა და ნეიტრინოების ჩათვლით, ის დაახლოებით 1090 ნაწილაკს შეიცავს, ასეულობით მილიარდ ან ტრილიონობით გალაქტიკებთან ერთად. თითოეული გალაქტიკა(საშუალოდ) ტრილიონობით ვარსკვლავს შეიცავს და ისინი, ჩვენი თვალსაწიერით, 92 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის სფეროში არიან მიმოფანტული.

 მიუხედავად იმისა, რას გვკარნახობს ინტუიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამყაროს ცენტრში ვიმყოფებით. ფაქტობრივად, ყველაფერი საწინააღმდეგოსკენ მიუთითებს.

 გარკვეული მანძილის იქეთ ვერაფერს ვხედავთ, სამყარო სასრული გვეჩვენება, თუმცა ის არ არის სასრული, არ არის მუდმივი დროსა და სივრცეში, ის ევოლუციონირებდა – ერთგვაროვანი, ცხელი და მკვრივი მდგომარეობიდან ცივი, არაერთგვაროვანი და გადღაბნილი მდგომარეობისკენ, როგორიც ახლაა.

 ამ პროცესების შედეგად, სამყაროში მრავალი თაობების ვარსკვლავები გაჩნდა, ნარჩენი გამოსიხვების ზეცივი ფონი, ჩვენგან საწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრავი გალაქტიკები და გარკვეული საზღვარი, რომელიც ჩვენს თვალთახედვას ზღუდავს. ეს საზღვარი იმ მანძილით არის განპირობებული, რომელიც სინათლემ დიდი აფეთქების მერე გაიარა. სამყარო, ჩვენთვის ხილული საზღვრების იქეთაც გრძელდება, უხილავი საზღვრები მის იქეთაც ბევრია(ჰორიზონტს იქეთ).

 ექსპერიმენტით, რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელი შეგვიძლია დავადგინოთ, სამყაროს სიმრუდის ჩათვლით, მისი სიგლუვე და ერთგვაროვნება ტემპერატურულისა და სიმკვრივის თვალსაზრისით, მათი ევოლუცია დროში.

 აღმოჩნდა, რომ სამყარო ბტყელია და შედარებით ერთგვაროვანი თავის მოცულობაში, რაც ჩვენთვის ხილულ საზღვრებსაც შორდება. შესაძლებელია, რომ ჩვენი სამყარო, მის უკიდურესად მსგავს, ჩვენთვის უხილავ, სხვა სამყაროში შედის, რომელიც ყველა მიმართულებით ასეულობით მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გავრცობილი.

qalculis gal;aqt grova M87_it

 თეორია კიდევ უფრო მეტ საინტერესოს გვთავაზობს – დიდი აფეთქების უკან დაბრუნება ფაზამდე, რომელიც უშუალოდ აფეთქებას უძღოდა წინ.

 ეს ფაზა, კოსმოლოგიური ინფლაციის(გაფართოება) პერიოდი, აღწერს ფაზას, რომელშიც მატერიითა და რადიაციით სავსე სამყაროს ნაცვლად, ენერგიით სავსე სამყაროა: მდგომარეობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით აფართოებდა სამყაროს. ანუ, სამყარო არა თანაბრად ფართოვდებოდა, არამედ ორი, ოთხი, ექვსი, რვა და მეტჯერ სწრაფად – რაც უფრო შორსაა ცენტრი, მით მეტია პროგრესია.

 იმის გამო, რომ ეს გაფართოება არა მარტო ექსპონენციალურად, არამედ ძალიან სწრაფადაც ხდებოდა, ”გაორმაგება” 10-35 წამიანი პერიოდულობით მიმდინარეობდა. ყოველი 10-34 წამის მერე, სამყარო საწყის ზომაზე 1000-ჯერ დიდი ხდებოდა, კიდევ 10-33 წამი – ზომა 1030 ჯერ მეტი საწყის ზომაზე. 10-32 წამის მერე, სამყაროს ზომა 10300 -ჯერ მეტი იყო საწყის ზომაზე და ა.შ.

 აშკარაა, რომ სამყარო ყოველთვის ასე არ ფართოვდებოდა – ჩვენ აქ ვართ, ინფლაცია დასრულდა, დიდი აფეთქება შედგა. ინფლაცია შეგვიძლია წარმოვიდგინოდ სფეროდ, რომელიც დამრეც ზედაპირზე დაგორდა. სანამ ეს სფერო მაღლობის წვერზეა, ის ნელა გორდება, თუმცა ინფლაცია გრძელდება. როცა სფერო ვაკეზე ჩავა, ინფლაცია სრულდება, სივრცის ენერგია, მატერიად და გამოსიხვებად გარდაიქმნება. ინფლაციური მდგომარეობა ცხელ დიდ აფეთქებაში გადადის.

 ინფლაცია ტალღას ჰგავს, რომელიც დროში ვრცელდება. რაც უფრო შორსაა გასული დრო, მით მეტ სივრცეს აჩენს ინფლაცია. ზოგიერთ რეგიონებში ის სრულდება, სხვაგან კი ჯერ ისევ რძლედება. რეგიონებში, სადაც ის დასრულდა, დიდი აფეთქების შედეგებსა და სამყაროს გაჩენას ხედავენ, სხვა რეგიონები კი ისევ ინფლაციას განიცდიან.

 დროთა განმავლობაში, გაფართოების დინამიკის გამო, რეგიონები, სადაც ინფლაცია დასრულდა, ერთმანეთს ვერასოდეს შეეჯახებიან და ერთმანეთზე ზემოქმედებასაც ვერ მოახდენენ. სწორედ ამის დანახვას ველით, ვეყრდნობით რა ბუნების კანონებსა და მოვლენებს, რომლებიც ჩვენს სამყაროს შეესაბამება. ბევრი რამ გაურკვველი რჩება, რაც განუსაზღვრელობებსა და ალბათობებს ერთდროულად აჩენს.

  1.  არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდა ინფლაცია, სანამ არ დასრულდა და გადავიდა დამზერად დიდ აფეთქებაში. ხილულზე პატარაა სამყარო, რამდენიმეჯერ დიდია თუ უსასრულო.
  2.  ინფლაცია დასრულებული რეგიონები ჩვენნაირი იქნება თუ განსხვავებული, სხვა ფიზიკითა და კონსტანტებით.
  3.  თუ ეს სამყაროები ფიზიკური თვალსაზრისით ერთმანეთის მსგავსია, მათი რიცხვი კი უსასრულო, ხოლო კვანტური მექანიკის მრავალსამყაროებიანი ინტერპრეტაცია მართებული, ხომ არ გამოდის, რომ არსებობენ პარალელური სამყაროები, რომლებშიც ყველაფერი იგივენაირად ხდება, როგორც ჩვენსაში, ერთადერთი პაწაწინა კვანტური მოვლენის გამოკლებით(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; მეცნიერები პარალელურ სამყაროებს ეძებენ; მეცნიერები: ბედი არ არსებობს, არსებობს თავისუფალი ნება)

kvanturi shemtxveva big bang

მოკლედ, არსებობს თუ არა სამყარო, რომელშიც თქვენ სხვაგვარად მოიქეცით?
წახვედით სხვა ქვეყანაში;
თქვენ გალახეთ მძარცველი და არა პირიქით;
უარი თქვით პირველ კოცნაზე;
სხვაგვარად წარიმართა მოვლენა, რომელმაც თქვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყვიტა.

 წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება არსებობდეს სამყაროები, რომლებშიც მოვლენათა ყველა ვარიანტი ხორციელდება. არსებობს არანულოვანი ალბათობაც კი იმისა, რომ არსებობს ჩვენი სამყაროს ზუსტი ასლიც.

 თუმცა, ამის დასაშვებად, უნდა მოხდეს რიგი დამთხვევებისა. ინფლაციური მდგომარეობა არა მარტო 13,8 მილიარდი წელი უნდა გაგრძელდეს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?), როგოც ჩვენს სამყაროში, არამედ უსასრულოდ. რატომ?

 თუ სამყარო ექსპონენციალურად ფართოვდებოდა – არა წამზე მცირე დროში, არამედ 13,8 მილირდი წლის განმავლობაში(4 x 1017 წამი), გიგანტურ სამყაროსთან გვექნბა საქმე. ანუ, თუ ინფლაცია დასრულებული რეგიონები არსებობენ, სამყაროს მეტ ნაწილში ის ახლაც გრძელდება.

 ამგვარად, სამყაროთა რაოდენობა არა ნაკლებ (1010)50 იქნება, რომელთა ჩამოყალიბება ჩვენის მსგავსად ხდებოდა. ეს გიგანტური რიცხვია. არსებობენ უფრო დიდებიც. მაგალითად, რომელსაც ნაწილაკთა ურთიერთმქედების შესაძლო ალბათობათა აღწერისას ვხვდებით.

 ყოველ სამყაროში 1090  ნაწილაკია და ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ მათგანს, მთელი 13,8 მილიარდი წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე ისტორია ჰქონდეს, რათა ჩვენის იდენტური სამყარო მოვიღოთ. სამყაროსათვის 1090 რაოდენობის ნაწილაკებითა და (1010)50  შესაძლო ვარიანტებით საჭიროა, რომ ყველა ნაწილაკის ურთიერთქმედება 13,8 მილიარდი წელი გრძელდებოდეს. ზემოთ წარმოდგენილი რიცხვი არის მხოლოდ 1000!(ან 103), 1000-ის ფაქტორიალი, 1000 სხვადასხვა ნაწილაკის შესაძლო გადაწყობათა რაოდენობა დროის ნებისმიერ მომენტში. (103)! მეტი, ვიდრე (101000), დაახლოებით 102477.

 სამყაროში კი, არა 1000 ნაწილაკია, არამედ 1090. ორი ნაწილაკის ერთმანეთზე ზემოქმედება არა ყოველთვის ერთი შედეგით სრულდება, არამედ შედეგთა მთელი კვანტური სპექტრით. გამოდის, რომ სამყაროში ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების შედეგთა 1090-ზე მეტი ვარიანტია, გაცილებით მეტი, ვიდრე (1010)50.

 სხვანაირად რომ ვთქვათ, ნებისმიერ სამყაროში ნაწილაკების ურთიერთქმედებათა შესაძლო ვარიანტები გაცილებით მალე იზრდება უსასრულობამდე, ვიდრე შესაძლო სამყაროთა რიცხვი ინფლაციის შედეგად.

 აღწერს თუ არა მრავალსამყაროებიანი ინტერპრეტაცია ფიზკურ რეალურობას, ყვლაფერი იქამდე დადის, რომ შესაძლო განვითარების ვარიანტთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ექსპონენციალურად – თუ ინფლაცია უსასრულოდ არ გრძელდება, ჩვენი სამყაროს პარალელური სამყაროები არ არსებობენ(მთვარე მაშინ არსებობს, როცა ვუყურებთ?).

 თეორია სინგულარობის შესახებ გვეუბნება, რომ, როგორც ჩანს, ინფლაციური მდგომარეობა უსასრულო დროით ვერ გაგრძელდებოდა, ის გაჩნდა როგორც შორეული, ოღონდ სასრული წერტილი წარსულში. შეიძლება არსებობს სამყაროთა სიმრავლე – სხვა კანონებით, შეიძლება არა, თუმცა მათი რაოდენობა არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენივე თავის ალტერნატიული ვერსიები მოგვცეს; შესაძლო სამყაროთა გაჩენის სიჩქარესთან შედარებით, ვარიანტთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება(უცნაური სინგულარობა).

 ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

 სხვა ვარიანტი არა გვაქვს, ამ სამყაროს გარდა. უმტკივნეულოდ მიიღეთ გადაწყვეტილებები: რაც მოგწონთ ის აკეთეთ, მოითხოვეთ მაქსიმუმი ცხოვრებისგან. არანარი თქვენი სხვა ვერისები არ არსებობენ და არც მომავალი, გარდა იმისა, რომლისთვისაც თქვენ ცხოვრობთ(ყოვლისშემძლე ინფლაცია;მეცნიერები მულტისამყაროს წინააღმდეგ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.