იშვიათად, თუმცა მაინც, სამყაროში იბადებიან ვარსკვლავები, რომლებსაც მახასიათებელთა უკიდურესად უნიკალური და უჩვეულო ნაკრები გააჩნიათ. TVLM 513-46546 – წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, მდებარე ჩვენი გალაქტიკის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, თუმცა მაინც გამორჩეული დანარჩენი ვარსკვლავური ”ბრბოსგან”. ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივის რადიოტელესკოპით(ALMA) დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ მისი მაგნიტური ველის დაძაბულობა, მზის ყველაზე მაგნიტოაქტიური ადგილების მიერ იშვიათად გამომუშვებული ველის დაძაბულობას უტოლდება. მზის ადგილზე რომ მოგვეთავსებინა, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ვერცერთი თანამგზავრი ვერ შეძლებდა ფუნქციონირებას. ასეთი ვარსკვლავის სისტემაში მდებარე პლანეტებზე, ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმების გაჩენა შეუძლებელია.
მენახირის თანავარსკვლავედთან(მასიური და ელვარე მომაკვდავი ვარსკვლავებით სავსე გალაქტიკა) მდებარე TVLM 513-46546-მდე მანძილი 35 სინათლის წელია. მზის 10% მასის მქონე ვარსკვლავი, კიდევ ოდნავ მსუბუქი რომ ყოფილიყო, მის ბირთვში თერმობირთვული რექციები ვერ წავიდოდა და შეუმდგარი ვარსკვლავების – ე.წ. ყავისფერი ჯუჯების სიაში მოუწევდა გადასვლა(გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები). მიუხედავად ამისა, TVLM 513-46546 სრულფასოვანი ვარსკვლავია, თან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მაგნიტური ობიექტი, ასტრონომების მიერ ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში აღმოჩენილ ობიექტთა შორის(კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).
ამასთან ერთად, ეს ვარსკვლავი ძალინ სწრაფადაც ბრუნავს – 2 საათი, მაშინ, როცა მზისთვის იგივე მონაცემი 25 დღეს უტოლდება. ასტრონომთა აზრით, სწორედ ბრუნვის მაღალი სიჩქარით შეიძლება აიხსნას ამ ვარსკვლავის უძლიერესი მაგნიტური ველი.
რადიოგამოსხივების ძირითადი ნაწილი 95 გიგაჰერცზე მოდის, ე.წ. სინქროტრონული გამსოხივების დიაპაზონში, რომელსაც ძლიერი მაგნიტური ველის მიერ აჩქარებული მაღალი ენერგიების მქონე ელექტრონები ასხივებს(რადიოტალღა ერთი ელექტრონისგან). ასეთივე სიხშირის სინქროტრონული გამოსხივება მზისთვისაც არის დამახასიათებელი, ოღონდ ყველაზე უფრო ძლიერი მზიური ანთებების დროს.
ამ ვარსკვლავზე 4 საათიანი დაკვირვებაც კი საკმარისი აღმოჩნა იმისათვის, რომ ALMA-ს, მისი არამდგრადი ბუნება გამოემჟღავნებინა. ვარსკვლავი პულსირებს და გარემო სივრცეში სხვადასხვა ენერგიის იმპულსებს უშვებს. მიუხედავად ამისა, მისი სინქროტრონული გამოსხივების დონე მაინც სტაბილურობის ჩარჩოებში რჩება.
ვარსკვლავი TVLM 513-46546 კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წითელი ჯუჯების გარემო სივრცე, სიცოცხლის ჩასახვისა და ევოლუციისთვის შეუთავსებელი ადგილია. გამუდმებული ანთებებით წარმოქმნილი რადიოაქტიური ნაკადები, პლანეტათშორის სივრცეს ასტერილებს(წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები). ახდენს პლანეტების ატმოსფეროთა ”განიავებასა”(მარსის ატმოსფეროს ხვედრი) და მათი ბიოსფეროების განადგურებას, მათ შორის ყველაზე უფრო ამტანი(ყველაზე ამტანი ხავსზე) არსებების ჩათვლით. ყველაფერთან ერთად, TVLM 513-46546 იმდენად ცივია, რომ სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა არის შესაძლებელი, უკიდურესად ახლოსაა ვარსკვლავთან(შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე ელვარე ვარსკვლავებთან?; ვარსკვლავებზე მოკლედ და ვრცლად).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=5AxV5nd_YWE