ტელესკოპთა კომპლექსი ALMA

 ატაკამას დიდი მილიმეტრული კომპლექსი ყველაზე ძვირფასი და  რთული პროექტია დედამიწის ზედაპირზე არსებულ ასტრონომიულ პროექტთა შორის(“ჯეიმს უებს” კერძო კოსმონავტიკა გადაარჩენს). მასივი 66 ანტენისგან შედგება, რომელთა უმრავლსობა პატარა სახლის ზომისაა. განთავსებულია ჩილეს ჩრდილოეთში, ატაკამას მაღალმთიან უდაბნოში(ცა პლატო ჩახნანტორის თავზე). ALMA ცის კვლევას მაღალსიხშირულ რადიოდიაოპაზონში აწარმოებს(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ). ეს დიაპაზონი ჩვეულებრივ, მხოლოდ რადიოკავშირისთვის გამოიყენება, ნოტიო ჰაერში ძლიერი შთანთქმის გამო. თუმცა ALMA-ს მშენებლობის ადგილზე გაიშვიათებული ატმოსფერო და დაბალი ტემპერატურაა, რაც სამყაროს სხვა მეთოდებით დამზერის საშაულებას იძლევა(სპირტი უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში არ შეცვლილა).

observ simagleebi

 მაგალითად, ადრეული სამყაროს კვლევა ნივთიერებების გამოვლენით, რომლებიც ვარსკვლავთწარმოქმნას უზრუნველყოფენ, ასევე ახლოს მდებარე ვარსკვლავურ სისტემებთან მტვროვანი დისკოების გამოვლენა, რომლებიდანაც ეკზოპლანეტები ყალიბდებიან. ფილმში ALMA-ს ოთხი ანტენის მიერ მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული მუშაობაა წარმოდგენილი. ფილმის დასაწყისში მთვარე ჩადის, ხდება სამი ანტენის ერთი წერტილისკენ დამიზნება(ინტერფერომეტრი). ვარსკვლავები მუდმივად მოძრაობენ, მათთან ერთად ირმის ნახტომის ცენტრალური ზოლიც, ის მარჯვნივ წაინაცვლებს, ჰორიზონტს იქედან კი მაგელანის პატარა და დიდი ნისლეულები ამოდიან – ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა თანამგზავრები. წამიერად, ანტენებს მანქანის შუქი ანათებს, დედამიწის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრებიც ცაზე მიცურავენ. გათენებასთან ერთად ვიდეოფილმი სრულდება, თუმცა ALMA-ს მუშაობა დღეც და ღამეც არის შესაძლებელი(ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი(ALMA); უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს; დიდი ტელესკოპების ერა; ღამის ცა დიდი ტელესკოპების თავზე; ALMA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.