ტელესკოპთა კომპლექსი ALMA

 ატაკამას დიდი მილიმეტრული მასივი, დედამიწის ზედაპირზე არსებულ ასტრონომიულ პროექტთა შორის ყველაზე ძვირფასი და რთული პროექტია. მასივი, 66 ანტენისგან შედგება, რომელთა უმრავლსობა პატარა სახლის ზომისაა. განთავსებულია ჩილეს ჩრდილოეთში, ატაკამას მაღალმთიან უდაბნოში. ALMA მაღალსიხშირულ რადიო დიაოპაზონში იკვლევს ცას (მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ). ეს დიაპაზონი, ჩვეულებრივ, მხოლოდ რადიოკავშირისთვის გამოიყენება, ნოტიო ჰაერში ძლიერი შთანთქმის გამო. თუმცა, ALMA-ს მშენებლობის ადგილზე გაიშვიათებული ატმოსფერო და დაბალი ტემპერატურაა, რაც ამ დიაპაზონშიც იძლევა სამყაროს დამზერის საშაულებას (უკანასკნელი 7,5 მილიარდი წლის განმავლობაში სპირტი არ შეცვლილა).

observ simagleebi

 მაგალითად, ადრეული სამყაროს კვლევა ნივთიერებების გამოვლენით, რომლებიც ვარსკვლავთწარმოქმნას უზრუნველყოფს, ასევე ახლოს მდებარე ვარსკვლავურ სისტემებთან მტვროვანი დისკოების გამოვლენა, რომლებიდანაც ეგზოპლანეტები ყალიბდება. ფილმში ALMA-ს ოთხი ანტენის მიერ მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული მუშაობაა წარმოდგენილი. ფილმის დასაწყისში მთვარე ჩადის, ხდება სამი ანტენის ერთი წერტილისკენ დამიზნება (ინტერფერომეტრი). ვარსკვლავები მუდმივ მოძრაობაშია, მათთან ერთად ირმის ნახტომის ცენტრალური ზოლიც, ის მარჯვნივ წაინაცვლებს, ჰორიზონტს იქედან კი მაგელანის პატარა და დიდი ნისლეულები ამოდის – ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა თანამგზავრები. წამიერად, ანტენებს მანქანის შუქი ანათებს, დედამიწის გარშემო მოძრავი ხელოვნური თანამგზავრებიც ცაზე მიცურავს. ვიდეოფილმი გათენებასთან ერთად სრულდება, თუმცა, ALMA-ს მუშაობა დღეც და ღამეც არის შესაძლებელი (უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს; დიდი ტელესკოპების ერა.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.