ნასამ ედგარ მითჩელს კამერა დააბრუნებინა

ადრე მითჩელი ირწმუნებოდა, რომ კამერა ნასასგან საჩუქრად  მიიღო, ამიტომაც ჰქონდა მცდელობა მისი გაყიდვისა აუქციონზე და სანაცვლოდ 60 დან 80 ათას დოლარამდე თანხის მიღებას ანგარიშობდა.

გაიგეს რა ამის შესახებ, ნასამ ყოფილ ასტრონავტს სასამართლოში უჩივლა, იმის საფუძველზე, რომ კოსმოსური კვლევების დროს გამოყენებული ნებისმიერი მოწყობილობა ნასას საკუთრებაა, თუ სააგენტომ ოფიციალურად არ გადასცა ნივთი მესამე პირს. სააუქციონო სახლმა კამერის გაყიდვა შეაჩერა, სანამ მისი ნამდვილი მფლობელის ვინაობა არ გაირკვევა.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მითჩელი კამერის დაბრუნებაზე დათანხმდა. ორგანიზაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კამერა გადაეცემა ავიაციისა და კოსმონავტიკის ნაციონალურ მეზეუმს.

ედგარ მითჩელი მთვარეზე, ისტორიაში მესამე, პილოტირებული მისიის წევრი იყო 1971 წელს და ის გახდა მეექვსე ადამიანი მათ შორის, ვინც მთვარეზე ფეხი დააბიჯა. გარდა ამისა, მან დაამყარა მთვარეზე ყოფნის რეკორდი – 9 საათი და 17 წუთი.

ედგარ მითჩელი კამერით(NASA-ს ფოტო).

მითჩელი ასევე ცნობილია თავისი “სახელგანთქმული განცხადებებით”, თითქოს დედამიწას რეგულარულად სტუმრობენ უცხოპლანეტელები და ამის შესახებ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ყველაფერია ცნობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.