მსუბუქი ელემენტები მერკურიზე

 მერკურის ზედაპირი(„შიგნეულობაც“) ჯერ ისევ გამოცანდ რჩება. ერთის მხრივ, იქ ბევრი კრატერია და არ არის ეროზიის კვლები, რაც მას მთავრის ზედაპირთან აახლოებს. მეორეს მხრივ – აშკარაა ნიშნები, რომლებიც ჩვენს თანამგზავრს არ გააჩნია, სრულყოფილი პლანეტისათვის დამახასიათებელი გეოლოგიით(The Conversation).

 მზიდან პირველი პლანეტის პირველივე ფოტოზე დიდი ღრმულები ჩანან კიდურა შემაღლებების გარეშე, დამახასიათებელი მთვარისეული „ზღვებისთვის“, დარტყმითი წარმომავლობით. ისინი უფრო ნათელი, მოწითალო ქანებით არიან შემოფარგლულნი, სავარაუდოდ, პიროკლასტიკური(Wiki) ნაკადებით. როგორც ჩანს, აშკარად არადარტყმით მოვლენასთან გვაქვს საქმე, ოღონდ რომელთან?

merkur msubuq element gaeb მერკურის ზედაპირი მოწმობს: აქაური მაგმა ოდესღაც მსუბუქი ელემენტებით იყო გაჯერებული.

 მერკურის ახალი ფოტოების ანალიზი, რომლებიც ავტომატურმა საპლანეტათშორისო თანამგზავრმა „მესენჯერმა“ გადაიღო, აჩვენებს, რომ პლანეტის ახლანდელი სახის ფორმირებაზე დიდი ზეგავლენა ვულკანიზმმა მოახდინა.

 პიროკლასტიკური ნაკადები ზედაპირის ამ მონაკვეთების ვულკანურ წარმომავლობაზე მეტყველებენ, ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი დევიდ როთერი, ბრიტანეთის ღია უნივერისტეტიდან. ზოგან პიროკლასტიკური ნაკადების „ენები“ თვით ღრმულებს 50 კილომეტრით არიან დაშორებული, რაც ვულკანური ქანების საკმაოდ ძლიერ, აფეთქებით ამოფრქვევებზე მეტყველებენ. ვულკანური ფერფლის ასეთ შორ მანძილებზე გასავრცელებლად მერკურის უფრო მეტი ვულკანები დასჭირდებოდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 ასეთი თვალსაზრისით მსგავსი ვულკანების აფეთქებით ხასიათია საინტერესო. ზოგადად, ამოფრქვევის ძალას პლანეტის წიაღში არსებული ვოლატილური გაზები განსაზღვრავენ, რომლებიც, აღწევენ რა ზედაპირს, გარემო წნევის მკვეთრი დაცემის გამო სწრაფად იზრდებიან ზომებში.  სწორედ ამით გლეჯენ გაზები მაგმას ნაწილებად, რომლებიც შემდგომ პიროკლასტილურ მასად იქცევიან. ამგვარად, რაც უფრო მეტი გაზია მაგმაში, მით უფრო აფეთქებითი ხასიათი ექნება ამოფრქვევებს. პიროკლასტიკური მასების 50 კილომეტრზე გასატყორცნად, მერკურისეული მაგმა შედარებით მსუბუქი გაზებით უნდა ყოფილიყო გადავსებული. „მესენჯერიდან“ მიღებული ახალი მონაცემები საშუალებას იძლევიან დავასკვნათ, რომ უძველეს მაგმაში ასეთი გაზების რაოდენობა 1,5 პროცენტს აღწევდა. ანუ, მართლაც ბევრი იყო.

 ითვლება, რომ პლანეტები, რომლებიც ვარსკვლავთან ახლოს ფორმირდებიან, მცირე რაოდენობით ვოლატილურ გაზებს შეიცავენ. სწორედ ამის გამო ითვლება, რომ დედამიწისეული წყალი კომეტურია: პროტოპლანეტარულ დისკოში ფორმირების დროს პროტოპლანეტიდან, რომელიც შემდეგ დედამიწა-მთვარედ გადაიქცა, წყალი უნდა აორთქლებულიყო. მაშინ, როგორ აიხსნება მერკურის წიაღში ერთ დროს არსებული ვოლატილური გაზების სიჭარბე?

merkur msubuq element gazeb 2 მეორეს მხრივ, იქაურ მაგმაში მსუბუქი ელმენტების არსებობა, უფრო ადრე მიღებულ, პულუსებზე აღმოჩენილი წყლისა და ორგანული ნაერთებისაც კი, მონაცემებს ეთანხმება. თუ ვოლატილური ნივთიერებები ზედაპირზეც აღმოჩნდნენ, რატომ ვერ მოხვდებოდნენ, ერთ დროს, მაგმაში?

 შეგახსენებთ, თანამედროვე წარმოდგენებით, ვენერას უზარმაზარი ატმოსფერული წნევა მასზე ვულკანების ამოფრქვევას ეწინააღმდეგება, თუმცა კარგად არც მის წიაღს ვიცნობთ. მარსიდან მიღებული ახალი მონაცემებით, როგორც დედამიწაზეც, ვულაკნები იქაც გადმოედინებოდნენ(თუ არ ყოფნით გაზი), ან ფეთქდებოდნენ, რაც ასე შეიძლება აიხსნას: ისინი რამდენიმეჯერ შორს არიან მზიდან, რაც იქ მსუბუქი ელემენტების არსებობას გასაგებს ხდის. მერკური? მზის სისტემის ფორმირების დღეისათვის მიღებულ წარმოდგენებში ის ვერ ჯდება…

 კვლევის ავტორები თვლიან, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთების დრო ჯერ არ დამდგარა. მსუბუქი ელემენტების მიტანა მერკურიზე ახალგაზრდა მზის სისტემის პლანეტოშენადედებსაც შეეძლოთ მიეტანათ. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ მერკურიზე არც ისე ბევრი აფეთქებითი ხასიათის ამოფრქვევა მოხდა, რადგან იქ „ნორმალური“ რეგიონებიც ხომ არის, რომლებიც ლავათი შევსებულებს ჰგვანან, ყოველგვარი „პიროტექნიკის“ გარეშე. და მაინც, „მესენჯერიდან“ მიღებული მონაცემები საკმაოდ საინტერესოა: სუფთად აფეთქების ხასიათის მატარებელი გარემო ძალიან დიდ ფართობებზე ჩვენი სისტემისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორ მოხდა, რომ მზესთან უახლოესმა პლანეტამ პლანეტოშენადედების დიდი პორცია მიიღო და ამდენი ხანი ინახავდა მათ ვოლატილურ გაზებს?…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.