უკანასკნელი ორი მილიარდი წლის განმავლოაბში ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების სიჩქარე რადიკალურად შემცირდა, თუმცა ცალკეული გალაქტიკები საერთო ტენდენციაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. საიდან შოულობენ ისინი ასეთი ქმედებისთვის საჭირო გაზს(Astronomical Journal)?
ასტრონომთა ჯგუფმა დ.ჯ. პისანოს მეთურობით, სამხრეთ ვირჯინიის უნივერსიტეტიდან(ა.შ.შ.), დედამიწიდან 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 6946-ში, ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების მიმდინარეობისათვის საჭირო წყარო იპოვეს. აღმოჩენა „გრინ-ბენკის“ რადიოტელესკოპის დახმარებით მოხერხდა(მოკლედ რადიოტალღებისა და რადიოასტრონომიის შესახებ; როგორ მუშაობს ტელესკოპი).
ცისფრად, NGC 6946-ის ვარსკვლავებით გავსებული ცენტრია ნაჩვენები, წყალბადის სქელი ღრუბლები მის შიგნით – ყვითლად, გარედან შემოსული ცივი წყალბადის ნაკადი – წითლით.
ჩვეულებრივ, სპირალური გალაქტიკები ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესების ნელი ტემპით გამოირჩევიან, მათ შორის ირმის ნახტომიც, განსაკუთრებით, უკანასკნელი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, თუმცა NGC 6946 საერთო კანონზომიერებას არ ემორჩილება და ინტენსიურად წარმოქმნის ვარსკვლავებს.
ადრე, გაზების წყაროს მოძებნის მცდელობისას, რაც ამ აქტიურობას უზრუნველყოფს, გალაქტიკაში საკმაოდ წაგრძელებული წყალბადის ჰალო იქნა აღმოჩენილი. ის, რატომღაც არატიპიურად ცივია. როგორც ჩანს, შიდაგალაქტიკურ პროცესებს ეს ჰალო არასოდეს გაუცხელებია, მაგლითად, ზეახლების აფეთქებებსა და ვარსკვლავთ წარმომქმნელ პროცესებს. ცივი გაზი საკმაოდ ადვილად ერთვება ვარსკვლავთ წარმოქმნელ პროცესებში, რაც უცნაურად აქტიური გალაქტიკის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს(ვარსკვლავი).
ამჯერად, პისანომ ნეიტრალური წყალბადის გამოსხივება უცნაურ წარმონქმნში შეამჩნია – წყალბადის თავისებურ გალაქტიკათშორის „მდინარეში“, რომელიც მეზობელი გალაქტიკებიდან მოედინება. კვალი, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია, რადგან ეს წყალბადი იონიზირებული არა რის და ცუდად განათებულ გალაქტიკათშორის სივრცეში მისი დანახვა ძალიან ძნელია.
ასტრონომები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ თეორიულად, მასიურ გალაქტიკას შედარებით პატარა მეზობლებიდან გაზების გადმოქაჩვა შეეძლო, თუმცა ამ პროცესის სარწმუნო მტკიცებულებების მიღება ვერ ხერხდებოდა. ამჯერად სწორედ ის ძაფისმაგვარი სტრუქტურაა აღმოჩენილი, რომელიც „მოპარული“ გაზების ნაკადი უნდა იყოს.
არსებობს სხვაგვარი ახსნაც, რომლის მიხედვითაც ეს წარმონაქმნი NGC 6946-სა და რომელიღაც გალქტიკა-თანამგზავრს შორის ადრე მომხდარი შეჯახების კვალია. ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან „მდინარეში“ საკუთარი ვარსკვლავთ წარმომქმნელი პოროცესები დაიწყებოდა, რაც ფორმირებული მნათობების მიხედვით ადვილი შესამჩნევი იქნებოდა. ამგვარად, ახალი გაზებით გალაქტიკის შევსების ოდესღაც სუფთად თეორიულმა მექანიზმმა მტკიცებულებები მიიღო, დასძენს პისანო(ეს უცნაური ჯუჯა გალაქტიკები და ჰობიტები; ახალგაზრდა გალაქტიკებს ზრდა ცივი გაზების ხარჯზე შეუძლიათ).