გალაქტიკა NGC 474: გარსები და ვარსკვლავური ნაკადები

 რა ემართება გალაქტიკა NGC 474-ს? მრავალრიცხოვენი მანათობელი გარსები უჩვეულოდ გამოიყურება და უცნაურ სტრუქტურებს ქმნის, თუმცა უფრო დაბალი სიღრმით წარმოდგენილ გამოსახულებებზე ამ ელიფსურ გალაქტიკაში უჩვეულო არაფერი შეიმჩნევა. გარსების გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა შეიძლება, უამრავი პატარა გალაქტიკების მოქცევის შედეგად გაჩენილი კუდების ნარჩენებია, რომლებიც NGC 474-მა ბოლო მილიარდი წლის განმავლობაში მიიერთა. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, გარსები წყალში გავრცელებულ ტალღებს ჰგავს(ირმის ნახტომის ტალღა). NGC 474-ის მაღლა მდებარე სპირალურ გალაქტიკასთან გრავიტაციული ურთიერთქმედება სიმკვრივეთა ტალღებს აჩენს(“ანტენების” ბრძოლა), რომლებიც ამ გიგანტის შიგნით ვრცელდება. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ეს გამოსახულება ეფექტურად წარმოგვიდგენს გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ დიდ გალაქტიკათა უმრავლესობაში მატერია არა თანაბრად არის განაწილებული, არამედ აქვს განსაკუთრებულებები, რომლებიც მეზობელ ჯუჯა გალაქტიკებთან ურთიერთქმედებასა და მათ შთანთქმაზე არის დამოკიდებული. ჩვენი გალაქტიკის ჰალო ასეთი უცნაური და რთული სტრუქტურის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. NGC 474-ის დიამეტრი 250 ათასი სინათლის წელია, ის თევზების თანავარსკვლავედის(1) მიმართულებით, 100 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები; გიგანტური მანათობელი პინგვინი; ცალხელა გალაქტიკა; მაგატამა; ყველაზე დიდი სპირალური გალაქტიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.