ირმის ნახტომის ტალღა

 ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, რომ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები ”ტალღას” წარმოქმნიან. ეს აღმოჩენა 70 000-ზე მეტი ვარსკვლავი-გიგანტების მოძრაობაზე, დედამიწიდან 6 500 სინათლის წლის მანძილებამდე, დაკვირვებით გაკეთდა. ეს მანძილი ჩვენი პლანეტიდან გალაქტიკის ცენტრამდე მანძილის მეოთხედს შეადგენს.
თუ ცენტრზე ჰორიზონტალურ ხაზს გავავლებთ, რომელიც ჩვენს გალაქტიკას ორ ნაწილად გაყოფს, ვარსკვლავები, რომლებიც ცენტრთან ახლოს არიან, ვიდრე მზე, ამ სიბრტყიდან 10 კმ/წმ-ში ან ნაკლები სიჩქარით მოძრაობენ. ცენტრიდან შორს მდებარე ვარსკვლავები, მზეზე შორს, ამ სიბრტყისკენ მოძრაობენ სიჩქარეებით, რომელიც 17 კმ/წმ-საც კი აღწევს.
მოძრაობათა ეს რთული ერთობლიობა, რომელიც დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, გაზის მოლეკულების მოძრაობას ჰგავს, როცა მასში ბგერას უშვებენ.
თუმცა, სტატიაში ისიც აღინიშნა, რომ ამ ანომალური მოძრაობების მიზეზი ახლაც არ არის ცნობილი. ”ტალღა” სინამდვილეში, წარსულში ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების კვალია. ან წნევათა ”შეშფოთებებია”, რომლებიც ბრუნვასთან ერთად ირმის ნახტომის მკლავებმა წარმოქმნეს(გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.