მაგატამა

 ახალგაზრდა გალაქტიკების შესწავლისას, რომლებიც დედამიწას 11,6 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი, იაპონელ ასტრონომთა ჯგუფმა პროფესორ იოშიაკი ტანიგუჩის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს ობიექტი, რომელიც ძალიან ჰგავს მაგატამა(Wiki)-ს, უძველეს იაპონურ ავგაროზს, იუწყება ტელესკოპ „სუბარუს“ საიტი. ობიექტი სინამდვილეში ერთმანეთზე „დადებული“ ორი გალაქტიკისგან შედგება.

 ობიექტი წინა პლანზე, იმ მომენტში, როცა ჩვენ ის დავინახეთ, ფორმირების პროცესში მყოფ ახალგაზრდა გალაქტიკას წარმოადგენდა. ის ჩვენიდან 9,9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა. მეორე გალაქტიკა LAE 221724+001716-მდე მანძილი კი 11,6  მილიარდი სინათლის წელია. გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამო მათ შორის უფრო შორეული ჩანს იქ, სადაც არ მდებარეობს სინამდვილეში. ასტრონომთა გამოთვლებით, წინა პლანზე მდებარე გაალქტიკის მასა დაახლოებით მილიოარდი მზის მასის ტოლია, რაც ჩვენი გაალქტიკის მასის მეასედ ნაწილს შეადგენს. დაკვირვებები სუბარუსა და კეკის(1) ტელესკოპებიდან ტარდებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.