ახალგაზრდა გალაქტიკებს ზრდა ცივი გაზების ხარჯზე შეუძლიათ

 მეცნიერებმა ამოირჩიეს სამი ძალიან შორეული გალაქტიკა, რათა მოეძებნათ მტკიცებულება გალაქტიკების მიერ ასეთი “ხელუხლებელი” ნაკადების გამოყენებისა გარემო სივრციდან, ახალი ვარსკვლავების ჩამოყალიბებისთვის. ისინი ფრთხილობდნენ დაკვირვებების დროს, რადგან ნიმუშად აღებული გალაქტიკის სტრუქტურის დარღვევა შეიძლება გამოეწვია სხვა გალაქტიკასთან გრავიტაციულ ურთიერთქმედებას. ამორჩეული გალაქტიკები არიან სტანდარტულები, ჩვენი გალაქტიკის მსგავსი თანაბრად მოტრიელე დისკოები, რომელთა ჩასახვაც, ვარაუდის მიხედვით, მოხდა დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის მერე.

VLT-ევროპის სამხრეთ ამერიკული ობსერვატორია, ოთხი ერთნაირი 8 მეტრიანი დიამეტრის ტელესკოპებით.

 თანამედროვე სამყაროს გალაქტიკებში, მძიმე ელემენტები ხშირ შემთხვევაში განლაგებულნი არიან ბირთვთან ახლოს. რაც შეეხება შორეულ გალაქტიკებს(ანუ ახალგაზრდა გალაქტიკებს), ხსენებულ ტელესლკოპზე დამონტაჟებული სპეციალური სპექტროგრაფით(SINFONI) დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბირთვთან ახლოს არ შეიმჩნევა მძიმე ელემენტების არსებობა, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები. როგორც ჩანს ვარსკვლავებისთვის საჭირო საწვავი მოდიოდა მსუბუქი ელემენტების შემცველი ხელუხლებელი გაზების ნაკადების სახით. ეს არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ახალგაზრდა გალაქტიკები იყენებენ პრიმიტიულ პირველად გაზს ვარსკვლავების ახალი თაობების ფორმირებისათვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.