ბენუდან დაბრუნება

 გასული კვირის 24 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ნაჩვენებია კაფსულა, რომელიც ასტეროიდ 101955 ბენუდან დაბრუნდა. მისი წონა დაახლოებით 50 კილოგრამია, ზომა კი თითქმის 80 სანტიმეტრი. დაეშვა უდაბნოში პლანეტა დედამიწაზე, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სასწავლო მოედანზე იუტაში, სოლტ ლეიკ სიტის მახლობლად. კოსმოსური ხომალდის, “ოსაირიქს რექსის” (OSIRIS-Rex) მიერ ჩამოგდებული კაფსულა, დედამიწის ატმოსფეროს სქელ ფენებში შემოჭრისას ძლიერ გაცხელდა და გვერდები გაუშავდა. ბენუდან უკან დასაბრუნებელი მოგზაურობა აპარატმა 2021 წლის მაისში დაიწყო. 25 სექტემბერს, კაფსულა, ჰიუსტონში მდებარე ნასას ჯონსონის სახელობის კოსმოსური კვლევების ცენტრს გადაეცა. მასში ბენუს ზედაპირიდან აღებული 250 გრამი რეგოლოთი (ქვიშის მარცვლებზე მეტად დაქუცმაცებული ქანები) უნდა იყოს. სპეციალურად ამ მისიისთვის შექმნილ ახალ ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერები და ინჟინრები მალე დაასრულებენ კაფსულის გახსნის პროცესს. დედამიწის ახლოს მოძრავი ასტეროიდიდან აღებული სინჯების ტელევიზიით ჩვენება 11 ოქტომბერისთვის იგეგმება (კიდევ ასტეროიდ ბენუს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.