ასტრონავტების ტვინიც ”დაცურავს”

 NASA-ს ასტრონავტი, ჰაიდემარი სტეფანიშინ-ფაიფერი, მშობლიურ ჰიუსტონში დაბრუნების აღსანიშნავ ცერემონიალზე ორჯერ წაიქცა.

კოსმოსში გაფრენამდე და შემდეგ ჩატარებული ტვინის კვლევებით დადგინდა, რომ მოძრაობისა და შეგრძნების მაკონტროლებელი უბნების თეთრი ნივთიერება ცვლილებებს განიცდის. მისი მდგომარეობის გაუარესება, სწრაფად მიმავალ დაბერების პროცესს ჰგავს.

 აღსანიშნავია, რომ ნათხემში აღმოჩენილი ცვლილებები, მათთვის უფრო კარგად იყო გამოხატული, ვინც სხვებზე მცირე ხნით იყო ორბიტაზე. გამოდის, რომ ჩვენი ტვინი, მიკროგრავიტაციულ პირობებში დიდი ხნით ყოფნისას, ადაპტაციის უნარს ავლენს.

კოსმოსური დაავადების სიმპტომები

 კვლევის მიმდინარეობისას, NASA-ს 15 ასტრონავტის სკანირებული ტვინი განიხილებოდა. კოსმოსში ფრენის მერე, თავ-ზურგტვინის სითხე თავის ტვინის ფუძესთან იკრიბებოდა. ასტრონავტთა ტვინი, ფაქტიურად, ჩვეულებრივზე ოდნავ მაღლა დაცურავდა ქალაში, მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის მერე.

 ”ასტრონავტთა ფოტებსა და ვიდეოზე, მათი სახეები შესიებულია, რადგან გრავიტაცია ქვემოთ აღარ ექაჩება სითხეს” – ამბობს რეიჩელ სეიდლერი, ფლორიდის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და ადამიანის მოღვაწეობის კვლევის კოლეჯის პროფესორი.

 მისი თქმით, ქალაში მოხვედრილი თავ-ზურგტვინის სითხე, ნეიროოკულარულ სინდრომს იწვევს – მხედველობის ნერვი დეფორმირდება, მხედველობა იცვლება, ხოლო თვალის უკანა ნაწილი ოდნავ ბრტყელდება.

 თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, ჩვეულებრივ, დედამიწზე დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში ქრება, მისგან ინიცირებული ცვლილებები კი მეტ ხანს რჩება.

 სამომავლო კვლევებში, სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ თავის ტვინის სკანირების შედეგები, კოსმოსში ექვსთვიანი მოგზაურობის შემდეგ, რათა დადგინდეს, რამდენი ხანი ნარჩუნდება ეს ცვლილებები და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები (სასტიკი კოსმოსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.