უხილავი ანთებები შორეულ გალაქტიკაში M83(ი.წ.ფოტო, ”სპიცერი”, NASA).

უხილავი ანთებები შორეულ გალაქტიკაში

 კოსმოსის სიღრმეებში მიმდინარე ზოგიერთი მოვლენის შემჩნევა, მხოლოდ იმ ასტრონომიული ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინფრაწითელ(სითბურ) ნაწილში მუშაობს. ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება ე.წ. SPRITE-ანთებები(ინფრაწითელი დიაპაზონის შუალედური ელვარების მქონე გარდამავალი მოვლენები), რომლებიც ხილულ დიაპაზონში არ ჩანს და ზოგიერთი ტიპის ვარსკვლავის არსებობის დასასრულის აქამდე უცნობ ერთ-ერთ ფაზას უნდა წარმოადგენდეს(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 SPRITE-ბის აღმოჩენა მაშინ მოხდა, როცა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერება, 2014 წლიდან, ჩვენი გალქტიკის მეზობელ 190 გალაქტიკაში მომხდარ მოვლენებზე დაკვირვება კოსმოსური ტელსკოპის – ”სპიცერი”, საშუალებით დაიწყეს. პირველი წლის განმავლობაში 14 უჩვეულო ანთება იქნა დაფიქსირებული, ახალი ვარსკვლავების ანთებაზე მაღალი ელვარებით, თუმცა გაცილებით მცირე, ვიდრე ზეახლების ანთებებისას დაიმზირება ხოლმე. ყველაზე უჩვეულო კი ის იყო, რომ ეს ანთებები სრულიად უხილავია ისეთი ტელესკოპებისთვის(სხვა დიაპაზონში), როგორიც არის კეკი და კოსმოსური ”ჰაბლი”.

 ყველაზე უფრო მეტად შესწავლილი იქნა მოვლენა – 14ajc, რომლის წყარო, სავარაუდოდ, გალაქტიკა M83(M83-ის ლალის ქვები)-ში არსებული მოლეკულური წყალბადის თბილი გაზი უნდა იყოს.

 მეცნიერებს, უჩვეულო ინფრაწითელი ანთებების ახსნის რამდენიმე ვერსია აქვთ. ზემოთ ხსენებული გაზის ღრუბელში, აქტიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს. შესაძლებელია, რომ 14ajc-ს წყარო, 10 მზის მასის(ან მეტი) მქონე ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი იყოს, რომლებიც ან ძალიან მიუახლოვდა, ან შეეხო კიდეც ერთმანეთს. ამ მოვლენას, გაზის ღრუბელში გავრცელებადი მძლავრი დარტყმითი ტალღის წარმოქმნა შეეძლო, რომლის ენერგიით გაცხელებული გაზი სწორედ ინფრაწითელ დიაპაზონში დაიწყებდა ნათებას.

 ზოგიერთი SPRITE-ანთების გაჩენა-გაქრობა 14ajc-ზე გაცილებით სწრაფად მოხდა, რის გამოც მეცნირები სრულიად განსხვავბეულ ასტრონომიულ მოვლენას აკუთვნებენ მათ.

 ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს ”შეუმდგარი” ზეახალი(”შეუმდგარი ზეახლისგან” გაჩენილი შავი ხვრელი), გიგანტური ვარსკვლავი, რომლის აფეთქების ენერგია, ვარსკვლავის ფრაგმენტების ახლო კოსმოსში გასატრყორცნად არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც მისი ბირთვი პატარა შავ ხვრელად გადაიქცა.

 ”სპიცერმა”, მხოლოდ 59 ასეთი მოვლენა დააფიქსირა, რის გამოც მეცნიერთა განკარგულებაში მონაცემთა ძალიან მცირე რაოდენობაა და SPRITE-ანთებების ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელი რჩება. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ საიდუმლოს ამოხსნაში მათ, ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელესკოპი დაეხმარება, რომლის სტარტი 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *