”შეუმდგარი ზეახლისგან” გაჩენილი შავი ხვრელი?

 ჯილ გერკე და მისი კოლეგები(ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.), ე.წ. ”შეუმდგარ ზეახლებს” იკვლევდნენ. როგორც გაირკვა, უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოჩენილი ზეახლები 20-მდე ან 40-ზე მეტი მზის მასის მქონე წინამორბედი ვარსკვლავებისგან გაჩნდა. მეცნიერთა ვარაუდით, შავი ხვრელები სწორედ ამ მასათა შორის მოქცეული ვარსკვლავებისგან ჩნდება.

 თუ მომაკვდავი ვარსკვლავის მასა 20-25 მზის მასის შუალედშია, აფეთქების ტალღა ისეთი ძლიერი ვერ არის ხოლმე, რომ შეკუმშვა შეაჩეროს, უბრალოდ, ამუხრუჭებს მას. ვარსკვლავი, ზეახლის ნაცვლად, შავ ხვრელად იქცევა და ციდან ქრება.

 ასეთი პროცესების კვალი, დედამიწიდან 22 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე NGC 6946-ში იქნა შემჩნეული, გალაქტიკაში, რომელიც ”გალაქტიკა-ფოიერვერკის” სახელითაც არის ცნობილი. ერთ-ერთი წითელი გიგანტი – N6946-BH1, მზეზე 25-ჯერ მასიური და ასეულობით ათასჯერ ელვარე, 2009 წლის 20 ოქტომბერს, იმავე წლის მარტში დაწყებული ხანმოკლე და სუსტი ანთების მერე ციდან გაქრა.

 ”ჰაბლით” გადაღებულ ფოტოებზე გაქრობის ადგილის კვალი, მხოლოდ ინფრაწითელ დიაპაზონში შეიმჩნეოდა. 2009 წლის შემოდგომიდან დაწყებული ნელი ჩაქრობა, 2015-ში საერთოდ აღარ ჩანდა.

გამოსხივების წყარო, მტვრის ნაწილაკები იყო, რომლებიც ვარსკვლავმა სიკვდილის წინ გამოაფრქვია, როცა გარე ფენები უკვე გაფართოებული და ნაწილობრივ მოშორებული ჰქონდა. ახლა, შავი ხვრელი დარჩენილი მტვრის ბოლომდე ”შესრუტვას” ასრულებს, რაც მეცნიერებს ახლადდაბადებული შავი ხვრელის შესწავლის საშაულებას მისცემს.

 გერკეს თქმით, ასტრონომები ”შეუმდგარი ზეახლის” სწრაფ აღმოჩენას არ მოელოდნენ და ეგონათ, რომ ძებნა 7-9 წელი გარგძელდებოდა. აღმოჩენა იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ”ჩეულებრივი”, არაზემასიური შავი ხვრელები გაცილებით მეტი რაოდენობითაა სამყაროში, ვიდრე გვგონია(ზეახლის აფეთქების მოლოდინში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.