ჯეიმს უების სახელობის ტელესკოპი დასრულებულ სახეს იღებს

 უკვე 26 წელია, რაც ყველაზე უფრო ძლიერი ”თვალის” როლში, რომელიც კაცობრიობას გააჩნია, ედუინ ჰაბლის სახელობის კოსმოსური ობსერვატორია – ”ჰაბლი” გვევლინება. შატლების მისიების დახურვის მერე, ტელესკოპის შეკეთებისა და მისი ახალი ინსტრუმენტებით აღჭურვის შესაძლებლობა შეიზღუდა. ეს მისია დასასრულს უახლოვდება, თუმცა ნუ ინერვიულებთ, ”ბებერ” ტელესკოპს ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა. გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის(NASA) ერთ-ერთ სპეციალურ ნაგებობაში, უკვე კარგა ხანია, ჯეიმს უების სახელობის კოსმოსური ტელსკოპის(JWST) აწყობა მიმდინარეობს, რომელიც დასრულებული ფორმის მიღებასთან სულ უფრო ახლოა.

 უების გაფართოებული ინფრაწითელი დიაპაზონი, მეცნიერებს სამყაროს ყველაზე პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირების პროცესის დანახვის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ინფრაწითელი სინათლე, ხილული სინათლისგან განსხვავებით, მოლეკულური გაზის ღრუბლებში გადის და უები, ჰაბლისთვის მიუწვდომელ ახალ ობიექტებსაც დაინახავს. აღსანიშნავია, რომ უები, ჰაბლის სრულფასოვნი შემცვლელი არ იქნება, რადგან ხილული და ულტრაიისფერი დიაპაზონები მისთვის მიუწვდომელია, სამაგიეროდ, გაცილებით შორეულ წარსულს დაგვანახებს და სამყაროს ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

 უების ოპტიკური სისტემის ფუძეს ექვსკუთხა, ოქროს თხელი ფენით დაფარული ბერილიუმის 18 პატარა სარკეებისგან ფორმირებული სარკე წარმოადგენს, ზომით 6,5 მეტრი. ის, ჰაბლისეულ 2,4 მეტრიან სარკეზე გაცილებით დიდია, რის გამოც ახალ ტელსკოპს შვიდჯერადი უპირატესობა ექნება.

 ავტობუსის ზომის ჰაბლისგან განსხვავებით, უების ზომა, ჩოგბურთის სათამაშო მოედნის შესადარი იქნება, რაც კოსმოსში მის გატანას ართულებს. დაკეცილ მდგომარეობაში მოყვანილი ტელესკოპი, დანიშნულების წერტილის მიღწევის მერე, ორიგამისავით გაიშლება და სამუშაოდ საჭირო ფორმას მიიღებს.

 ე.წ. ლაგრანჟის წერტილი L2, სისტემაში დედამიწა-მზე, დედამიწიდან 1,4 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სადაც ტელესკოპი დედამიწის მუდმივი ჩრდილის ქვეშ იქნება მოქცეული. მიუხედავად ამისა ის, უზარამზარი თბოდამცავი ფარითა და გაცივების დამატებითი სისტემით იქნება აღჭურვილი, რითაც ტელესკოპის სენსორების -220(50 კელვინი) გრადუსამდე გაცივება იქნება უზრუნველყოფილი.

jwst sarkis ackoba

 მოწყობილობის დაყენების პროცედურები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, სარკეების დამცავი ფენების მოშორებასა და მთელი კონსტრუქციის განსაზღვრულ მდგომარეობაში მოთავსებას მოითხოვს. ეს ყველაფერი, ჩასატარებელი სამუშაოების სირთულეს ზრდის, რადგან ნებისმიერი შეცდომა ტელესკოპის კონსტრუქციის დაზიანებას გამოიწვევს, რომლის გამოსასწორებლად დამატებითი ძალისხმევა, დრო და ფინანსური დანახარჯები იქნება საჭირო(კიდევ JWST შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.