M83-ის ლალის ქვები

 დიდი, ელვარე და ლამაზი სპირალური გალაქტიკა – M83, ჩვენიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ძალიან გრძელი თანავარსკვლავედის – ჰიდრა, სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან მდებარეობს. კარგად გამოკვეთილი სპირალური მკლავების გამო, სამხრეთის ”ბზრიალასაც” უწოდებენ (ბზრიალა გალაქტიკა M101) ,მოწითალო, ვარსკვლავების წარმომქმნელი პროცესებით მდიდარი ადგილები, რომლებიც მკლავებზეა მიმოფანტული, საბაბს გვაძლევს ათასი ლალის გალაქტიკა ვუწოდოთ მას. M83-ის დიამეტრი 40 ათასი სინათლის წელია და იმავე გალაქტიკური ჯგუფის წევრია, რომელშიც ასევე აქტიური გალაქტიკა კენტავრის A-ც შედის. M83-ის ბირთვი რენტგენის მძლავრი გამოსხივების წყაროა, დაიმზირება უამრავი ნეიტრონული ვარსკვლავი და შავი ხვრელი, რომლებიც ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების შედეგად გაჩნდა. ამ მკაფიო გამოსახულებაზე, გაცილებით ახლოს მდებარე, ირმის ნახტომის ვარსკვლავთა დიფრაქციული ჯვრებიც ჩანს, ასევე სხვა ფონური გალაქტიკებიც. ეს სურათი შედგენილია ფოტოებით, რომლებიც ტელესკოპებით – სუბარუ, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ფართოკუთხიანი კამერითა და ორბიტაზე მდებარე ”ჰაბლით” გადაიღეს (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.