სპიცერის ახალი „ნათელი“ აღმოჩენა

 ორბიტალური ტელესკოპი „სპიცერი“, ამერიკელ ასტრონომებს იდუმალი კოსმოსური სინათლის აღმოჩენაში დაეხმარა.

spitzer 1 მეცნიერებმა, კოსმოსურ სივრცეში, ძლივს შესამჩნევი სინათლე აღმოაჩინეს, რომელიც მათი აზრით, მოდიოდა პირველი ვარსკვლავებიდან და გალაქტიკებიდან, რომლებმაც დიდი აფეთქების მერე ჩვენი სამყაროს ფორმორება მოახდინა.

 „სპიცერი“ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა იდუმალი კოსმოსური სინათლის დანახვის საქმეში, რომელიც ალბათ ყველაზე პირველმა ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა დატოვა.

 მკრთალი ობიექტები გამოსახულებაზე ძალიან მასიური ვარსკვლვაები ან შავი ხვრელებია. ისინი უკიდურესად შორ მანძილზე მდებარეობს, რის გამოც მათი ცალკე გამოყოფა ყველაზე უფრო მძლავრი და ზემგრძნობიარე ობსერვატორიებითაც კი შეუძლებელია.

 მიუხედავად ამისა, „სპიცერმა“ მაინც შეძლო ამ წარმოუდგენლად შორეული ობიექტებისა და სინათლის კვალის ინფრაწითელ დიაპაზონში დანახვა.

 ახალი აღმოჩენით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენი სამყაროს პირველი ობიექტები მრავალრიცხოვანი იყო და არა ერთეულები.

 „ჩვენს მიერ აღმოჩენილი ობიექტები საოცრად ელვარე იქნებოდა, რომ არა ასეთი დიდი მანძილი ჩვენსა და მათ შორის“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრ კაშლინსკი(NASA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.