ტიტანის ატმოსფეროში, აზოტი, ოორტის ღრუბლიდან მოხვდა

 ამერიკელი და ფრანგი მეცნიერბის აზრით, ტიტანის ატმოსფეროსა და ოორტის ღრუბლიდან მოსული კომეტების შემაგდნელში არსებულ აზოტს ერთი წარმოშობა აქვს.

 ასტროფიზიკოსებმა, აზოტის იზოტოპების N-14 და N-15-ის თანაფარდობა განსაზღვრეს, რომელიც სატურნის თანამგზავრ ტიტანზეა და დასკვნეს, რომ ის თითქმის იგივენაირია, როგორც ოორტის ღრუბლის კომეტებში. ნივთიერებები, რომლებისგანაც ტიტანი წარმოიქმნა, ადრე ალბათ იგივე პირობებში იყო, როგორშიც ოორტის ღრუბლის კომეტები.

 მეცნიერთა აზრით, მზის სისტემის არსებობის მილიარდობით წლის მიუხედავად, ამ იზოტოპების თანაფარდობა მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს. აქამდე ითვლებოდა, რომ აზოტის იზოტოპების თანაფარდობა დედამიწასა და ტიტანზე ერთნაირი იყო. ეს ფაქტი კი პლანეტებზე აზოტის მოხვედრის განსხვავებულ ისტორიასა და ვარსკვლავური სხეულების განსხვავბეულ ევოლუციაზე მეტყველებს (ადრე, დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა).

 ტიტანი, სატურნის 62 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია. დიამეტრი დაახლოებით ორჯერ, ხოლო მასა 50-ჯერ მცირეა დედამიწისაზე. გაყინული წყლისა და კლდოვანი ქანებისგან შემდგარი ციური სხეულის ატმოსფერო, ძირითადად, აზოტისგან შედგება, სისქით 400 კილომეტრი.

 ოორტის ღრუბელი, მზის სისტემის კიდეზე არსებული ჰიპოთეტური ადგილია, მზიდან მის გარე ნაწილამდე მანძილი დახლოებით 1 სინათლის წელია. ითვლება, რომ ეს ღრუბელი გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა და პირველადი გაზ-მტვროვანი დისკოს ნარჩენს წარმოადგენს.

 ერთობლივი კვლევა NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ჩაატარა. ამ დასკვნების შემოწმებას კი კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტის შესწავლით აპირებდნენ. 2004 წელს, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, ზონდი „როზეტა“ გაუშვა, რომელიც ამ კომეტას 2014 წლის აგვისტოში შეხვდა (ასტეროიდების მოტანილი წყალი…).

 დედამიწაზე აზოტის მოხვედრის საკითხი ისევ ღიად რჩება. აზოტის იზოტოპების შემცველობის განსხვავებული თანაფარდობა, მზის სისტემის ობიექტებზე მისი მოხვედრის განსხვავებული გზების მოწმობაა (ოკეანე ტიტანზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.