კომეტა საიდინგ სპრინგი

 მაისის ბოლოს კოსმოსურმა ტელესკოპმა – ”სვიფტი”, კომეტა Siding Spring-ის ფოტო გადაიღო, რომელმაც წითელ პლანეტასთან რეკორდულად ახლო მანძილზე უნდა გაიაროს. ჩატარებული დაკვირვებების ხარჯზე წყლის გამოტყორცნის სიჩქარე და კომეტის ზომა დადგინდა. ”კომეტა საიდინგ სპრინგი მზის სისტემის შიგა ნაწილში პირველად მოძრაობს და მზის სიმხურვალის ზემოქმედების ქვეშაც პირველად მოხვდა” – ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი დენის ბოდევითცი(ISON-მა პერიჰელიუმი ვერ გადაიტანა).

 27-დან 29 მაისის ჩათვლით, ტელესკოპმა UVOT(ულტრაიისფერი/ოპტიკური ტელესკოპი), რომლითაც ”სვიფტია” აღჭურვილი, ერიდანუსის(მდინარე ბერძ. მითოლოგიაში) თანავარსკვლავედში, მზიდან 368 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრავი, საიდინგ სპრინგის ფოტოთა სერია გადაიღო. UVOT-ს წყლის მოლეკულების უშუალოდ ”დანახვა” არ შეუძლია, სამაგიეროდ ჰიდროქსილისა(OH) და წყალბადის ატომების გამოსხივებას  ხედავს, რომლებადაც წყალი მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით იშლება. ”მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გამოვითვალეთ, რომ კომეტა წამში დაახლოებით 2 მილიარდი მილიარდი წყლის მოლეკულას გამოყოფს(დაახლოებით 49 ლიტრი)” – ამბობს ტონი ფარნჰამი, კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მონაცემებიდან გამომდინარე, კომეტის ყინულოვანი ბირთვის დიამეტრი 700 მეტრი უნდა იყოს.

 2014 წლის 19 ოქტომბერს კომეტა 132 000 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება მარსს – იმდენად ახლოს, რომ კომეტის ატმოსფეროს(კომა; ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა) გარე ფენებზე მდებარე მტვერი, მარსის გაიშვიათებულ ატმოსფეროზე(როგორი იყო მარსის ატმოსფერო წარსულში) მოახდენს ზემოქმედებას(მაკნოტი მარსს არ შეეჯახება; კომეტა მარსისკენ მიემართება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.