სამყარო: მრავლობითი თუ მრავალვარიანტიანი?

 ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიების მიხედვით, ჩვენი სამყარო, ერთ-ერთია მრავალ სხვა სამყაროებს შორის. ეს სამყაროები ერთგვარ ”ბუშტულებში”, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ, ჩნდებიან, ვითარდებიან, ბერდებიან და კვდებიან. შონ ქეროლი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ამ თეორიას ეჭვქვეშ აყენებს, კვანტური მექანიკიდან გამომდინარე დასკვნებზე დაყრდნობით(მულტისამყარო; მულტისამყარო – მისი არსებობის მიზეზები).

 თანამედროვე მოდელების მიხედვით, ისეთ ნაწილაკებს, როგორიც ელექტრონია, სივრცეში ფიქსირებული მდებარეობა არ გააჩნია. მხოლოდ ტალღური ფუნქციის შედგენაა შესაძლებელი, რომელიც სივრცეში ელექტრონის შესაძლო მდებარეობას აღწერს, დროის ამა თუ იმ მომენტში. ნაწილაკები ფლუქტუირებენ. სწორედ კვანტური ფლუქტუაციების ხარჯზე გაჩნდა და განვითარდა სამყარო. რელიქტური გამოსხივების კვლევა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 380 000 წლის მერე გამოსხივდა, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ სამყაროს არსებობის ადრეულ ეტაპზე კვანტურმა ფლუქტუაციებმა სამყაროს ზოგი რეგიონები სხვებზე უფრო მკვრივი გახადეს. მოგვიანებით ამ მკვრივი მატერიიდან ”კოსმოსური აბლაბუდა” წარმოიქმნა, შემდგარი გალაქტიკებისგან, ვარსკვლავებისა და სხვა ობიექტებისგან, გაჩნდა სიცოცხლეც.

 გარდა ამისა, დიდმა აფეთქებამ, ინფლაციის სახელით ცნობილი, მატერიის სწრაფი გაფანტვა გამოიწვია. ის, კვანტური ნაწილაკების ურთიერთქმედებით იყო განპირობებული, ე.წ. ინფლატონებით(სამყარო საკუთარი ხელებით: ინფლატონების თეორია). ყოველი მათგანი, შემთხვევითი გადახლართვებით სხვა ნაწილაკებთან, ახალი სამყაროების ”ბუშტებს” წარმოქმნიან. ეს ”ბუშტებიც” ინფლაციურ სტადიებს გადიან, კიდევ უფრო მეტი ”ბუშტულების” გაჩენით. ასე გაჩნდა მულტისამყარო. ინფლაცია გრძელდება, ამიტომ ახალი სამყაროები მუდმივად ჩნდებიან(ყოვლისშემძლე ინფლაცია).

 ასეთ უსასრულო სამყაროში, მოსახდენი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. მაგალითად, გონი სხეულის გარეშე, ან მაიმუნები, რომელბიც კომპიუტერის კლავიატურაზე უაზრო კაკუნით, ოდესმე, ვეფხის ტყაოსანის მსგავს ნაწარმოებებს დაწერენ(შოთა რუსთაველის კოსმოლოგია; შუა საუკუნეების მულტისამყაროს შესახებ).

 მაიმუნებს თავი დავანებოთ, მაგრამ თუ სადმე ტვინი სხეულის გარეშე გაჩნდა(მეცნიერები ამ პირობით ფენომენს ”ბოლცმანის ტვინს” უწოდებენ, ცნობილი ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის ლუდვიგ ბოლცმანის(1844-1906) საპატივცემულოდ)), მაშინ სამყაროს განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ის ჩვენს ტვინზე გაცილებით ძლიერი გახდებოდა. ჩვენი სამყაროს სურათი კი იმაზეა ორიენტირებული, რომ სწორედ ადამიანები და არა აბსტრაქტული ”ტვინი”, აკვირდებიან სამყაროში მომხდარ მოვლენებს.

 ქეროლმა ამ ”პარადოქსის” თავიდან აცილების გზა იპოვა. მან სცადა დაემტკიცებინა, რომ კვანტური ფლუქტუაციები დამოკიდებულნი არიან გარე ზემოქმედებაზე, რომელსაც ”დამკვირვებელი”(კვანტურ მექანიკაში პოპულარული ტერმინი(შროდინგერის კატა)) შეიძლება ვუწოდოთ(ანთროპული პრინციპი). თუმცა ასეთ შემთხვევაში ინფლატონი სხვა ნაწილაკებზე ადრე უნდა გაჩენილიყო, შესაბამისად, არანაირი გარე ენერგია, რომელთანაც მას ურთიერთქმედება ექნებოდა, ადრეულ სამყაროში არ არსებობდა. ასე რომ, არც ფლუქტუაციებს განიცდიდა და მულტისამყაროსაც ვერ გააჩენდა. ინფლატონები, რამდენიმე ტიპის ერთმანეთთან ”კონტაქტის” დამყარების უნარის მქონე ჩვეულებრივ ნაწილაკებად მხოლოდ მოგვიანებით ”დანაწევრდნენ”. ამით პარალელური განზომილებების არსებობას მთლიანად ვერ გამორიცხავ. თუ მულტისამყაროს თეორიის მიხედვით, სამყარო ”ბუშტულებისგან” შედგება, ყოველ მათგანში ცალკეული ახალი სამყარო იბადება და ნულიდან დამოუკიდებლად ვითარდება, მაშინ კვანტური თეორიიდან გამომდინარე, ფლუქტუაციის პროცესში ერთიანი საწყისის მქონე სამყარო რამდენიმე სხვადახვა ”ვერსიებად” იტოტება, რომელთაც ერთმანეთში გადახლართვა შეუძლიათ… ”შესაძლებელია, ჰიტლერმა ომი პარალელურ სამყაროში მოიგო, ფიზიკის კანონები კი უცვლელნი დარჩნენ” – ამბობს ქეროლი(მოკლედ კვანტური მექანიკის შესახებ; ობიექტივით კვანტურ სამყაროში; კვანტური არარეალობა: რაშია ჭეშმარიტება?).

 თუ ეს პარალელური სამყაროები არსებობენ, როგორ უნდა მოვხვდეთ იქ? ფრენკ და ალთეია დობსებმა წინა საუკუნის 70-80-იან წლებში შემეცნებითი პარადიგმას – ”ქაოსის” იდეა წამოაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ ქაოტურად მიმდინარე მოვლენების კონტროლს ვისწავლით, მაშინ სხვა განზომილებებში გადასვლას შევძლებთ, რისთვისაც მხოლოდ ჩვენივე ცნობიერების გამოყენება დაგვჭირდება(მატრიცა?!; სამყარო ჰოლოგრამაა?!; ნეიტრონის პარალელურ სამყაროში გაქცევის რეგისტრაციის მეთოდი?!)…

 სამ თანამოაზრესთან ერთად დობსებმა ქაოსის ინსტიტუტის შექმნა გადაწყვიტეს. ის მიტოვებულ ქალაქში მდებარეობდა, სახელად ონგის ქუდი(Wiki)(ა.შ.შ. ნიუჯერსი). ლეგენდის მიხედვით, ვინმე ონგმა ზევით აისროლა თავისი ქუდი, რომელიც სამუდამოდ გაქრა. როგორც ჩანს, აქ სხვა სხეულებიც ქრებოდნენ, ადამიანებიც კი, რადგან 1920 წლისთვის ქალაქში აღავინ იყო… გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ ეს ადგილი სხვა განზომილებაში გადასასვლელი კარიბჭა. თითქოსდა, დობსების ჯგუფმა ონგის ქუდში, მიწის ქვეშ, სენსორული დეპრივაციის მოდიფიცირებული კამერა შექმნა(ადამიანის სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი ინგლისური მარილის ხსნარით შევსებული ავზი, რომელიც ხმის, სუნისა და სინათლისაგან დაცულ კამერაშია მოთავსებული), სახელად ”კვერცხი”, რომლის საშუალებითაც პარალელურ სამყაროში გადასვლა მოახერხეს! იქ არ იყვნენ ადამიანები, მხოლოდ წყალი და მცენარები. ამბობენ, რომ ჯგუფმა სამუდამოდ იქ დარჩნა არჩია… მოკლედ, ეს ყველაფერი მისტიფიკაცია უფროა, ვიდრე სინამდვილე(კოპერნიკის პრინციპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.