კოსმოსური აბლაბუდა უფრო სქელი აღმოჩნდა

 ბნელი მატერიისგან შექმნილი სტრუქტურები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ, ბარიონულ მატერიასაც იზიდავენ, ძირითადათ წყალბადს. თუმცა ამ სტრუქტურების უშუალოდ დამზერის მცდელობამ, სრულიად მოულოდნელი შედეგები მოიტანა(Nature).

 სწორედ ბნელი მატერიაა(ბმ) ის, რაც გალაქტიკებს ერთმანეთთან აკავებს, მათ კიდევ უფრო სწრაფ დაშორებას უშლის ხელს, მათსავე მთლიანობასაც ის უზრუნველყოფს, ყველა გალაქტიკას გარსს აკრავს და ვარსკვლავებს მის შიგნით აკავებს. სტრუქტურას, რომელიც ბმ-სა და ჩვეულებრივი მატერიის ძაფებისაგან არის ფორმირებული, ხშირად ”კოსმოსურ აბლაბუდას” ან ”ქსელს” უწოდებენ(ფილამენტები).

 დიდი ხნის განმავლობში, მოდელირებით მიღებული შედეგები აჩვენებდნენ, რომ ბმ-ს ქსელების ამოცნობა იმ გაზების რაოდენობით არის შესაძლებელი, რომლებიც ბმ-ს გრავიტაციის მოქმედების ზონაშია თავმოყრილი. გალაქტიკების გარემომცველი ბმ-ს ჰალოსგან განსხვავებით, ამ ქსელების აღმოჩენა ძალიან ძნელია: აბლაბუდა უზარმაზარ მანძილებზეა გადაჭიმული, იქაური გაზების დაბალი კონცენტრაციის გამო კი ვერ ყალიბდებიან ვარსკვლავები, რომელთა დახმარებითაც ამ სტრუქტურების დანახვა მოხერხებოდა(დედამიწა ბნელი მატერიის ჰალოშია ჩაფლული?; ვარსკვლავური ჰალო ირმის ნახტომის კიდეზე).

filamnet kvazarma 1

 კვაზარი UM287 ”კოსმოსურ აბლაბუდას” აშუქებს, ის კი ნავარაუდევს საერთოდ არ ჰგავს.

 ასტრონომთა ჯგუფმა სებასტიანო კანტალუპოს ხელმძღვანელობით(კალიფორნიის უნივერსიტეტი, სანტა-კრუზი, ა.შ.შ.) ძალიან დიდი ტელესკოპი გამოიყენა და რეგისტრირება შეძლო სინათლისა, რომელითაც ასეთი ქსელის გაზი ანათებს. ნათება, ახლოსმდებარე კვაზარის მძლავრმა გამოსიხვებამ გამოიწვია.

 ბმ-ს მიერ წარმოქმნილ ძაფში გაზების რაოდენობა იმაზე ათჯერ მეტი აღმოჩნდა, რასაც კოსმოლოგიური მოდელი წინასწარმეტყველებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკათშორის სივრცეებში იმაზე მეტი ბარიონული მატერიაა, ვიდრე ითვლებოდა.

 ასტრონომების მიერ აღმოჩენილმა კვაზარმა გამოსხივება 11 მილიარდი წლის წინათ გამოგვიგზავნა, ანუ მაშინ, როცა სამყაროში დიდი გალაქტიკებისა და ვარსკვლავების მცირე რაოდენობა იყო.

 იქ აღმოჩენილი არაგალაქტიკური წყალბადის საკმაოდ სქელი ღრუბლები იმაზე მეტყველებენ, რომ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელები და დამზერით მიღებული მონაცემები ერთმანეთს არ ერგებიან, ან რაღაც მიზეზის გამო კვაზარის მიერ გაშუქებული რეგიონია ასეთი მასიური. ორი ვარიანტიდან რომელია სწორი, ”კოსმოსურ აბლაბუდაზე” შემდგომი დაკვირვებები გვიჩვენებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.