დედამიწა ბნელი მატერიის ჰალოშია ჩაფლული?

 GPS-ის თანამგზავრების ორბიტების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი პლანეტა იმაზე მძიმეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. შესაძლებელია, რომ ეს ეფექტი დედამიწის შემომფარგლავი ბნელი მატერიის ჰალოს არსებობით იყოს გამოწვეული(NewScientist).

 ითვლება, რომ სამყაროს მასის 80% ბნელ მატერიაზე მოდის, რომლის პირდაპირი შესწავლა დღემდე ვერ ხერხდება. კოსმოსური ზონდების ორბიტებზე დაკვირვება, რომლებიც დედამიწასთან მოახლოების დროს უჩვეულოდ იცვლება, ვარაუდის საფუძველს აჩენს, რომ ჩვენს პლანეტას ბნელი მატერიის ჰალო აკრავს გარსს და კოსმოსურ აპარატებზე გრავიტაციულ ზეგავლენას ახდენს, რაც მათ მოძრაობაში ანომალიების გაჩნას იწვევს.

 ბერნ ჰარისი ტეხასის უნივერსიტეტიდან არლინგტონში, ცდილობს გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ბნელ მატერიას თანამგზავრებზე ასეთი ზეგავლენის მოხდენა. 9 თვის განმავლობაში ის ГЛОНАСС(რუსეთი)-ის, GPS(ა.შ.შ.)-ისა და Galileo(ევროპა)-ს თანამგზავრთა მოძრაობების შესახებ მონაცემებს აგროვებდა, მათი ორბიტების პარამეტრები მაღალი სიზუსტით არის ცნობილი. შემდეგ, ჰარისმა დედამიწის მასა გამოითვალა, ყოველი ამ თანამგზავრთაგანის გრავიტაციულ ზონდად გამოყენებით.

 ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყრილობაზე, რომელიც 2013 წლის დეკემბერში ტარდებოდა, ჰარისმა თავისი კვლევების შედეგები წარმოადგინა, რომელთა თანახმადაც დედამიწის მასა 0,005-0,008%-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი თვლიდა. ასეთი გადახრა, დედამიწის ეკვატორის სიბრტყეში მდებარე ბნელი მატერიის დისკოთი შეიძლება აიხსნას, რომლის სისქე 191 კილომეტრია, ხოლო დიამეტრი 70 000 კილომეტრი.

 ჰარისს ყველა დანარჩენი ფაქტორი, რომელთაც თანამგზავრების მოძრაობაში კორექტივების შეტანა შეუძლიათ, არ გაუთვალისწინებია. უფრო მეტიც, ახლახანს ზონდ „ჯუნოზე“ ჩატარებულმა დაკვირვებამ, რომელმაც იუპიტერისკენ მიმავალ გზაზე გრავიტციული მანევრის ჩასატარებლად დედამიწასთან ახლოს ჩაიფრინა, არანაირი ანომალიები არ გამოავლინა. თუ ჰარისის ვარაუდი მართებულია, მაშინ ბნელი მატერიის თვისებების ინდიკატორად თანამგზავრების გამოყენება იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.